in

“ბრენდს, როგორც ადამიანს, სჭირდება წარმოჩენა”- თეონა ბაღდავაძე

“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის რეპუტაციის შემადგენელი ნაწილია. ეს არის შესაძლებლობა, როდესაც საკუთარი რესურსებით საშუალება გაქვს გააუმჯობესო გარემო, სადაც ოპერირებ”-ამბობს კომპანია “ბილაინის” პიარ მენეჯერი თეონა ბაღდავაძე.
Teona Bagdavadzeთვლის, რომ ხშირად კომპანიები არათანმიმდევრულად ახორციელებენ ამ მიმართულებით კამპანიებს, ჯერ მათ უნდა გაიგონ, რეალურად, რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, შემდეგ კი კონკრეტული ნაბიჯები უფრო თანმიმდევრულად დაგეგმონ. კომპანია “ბილაინი” “მარკეტერთან” ერთად იწყებს პროექტს, რომელიც, მისი აზრით, სწორედ ამ მიმართულებით ცვლილებებს შეუწყობს ხელს.

თეონა ბაღდავაძე: კომპანიებმა უნდა იცოდნენ , რას ნიშნავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. ხშირად ისე არიან ამ პროცესში ჩართული, არც იციან. საჭიროა, იყვნენ უფრო ღია მედიისთვის, ზოგადად, ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ იყოს გამჭირვალე. მოახდინონ აქტივობების აკუმულირება, რომ გარშემომყოფების მხრიდან მეტი კეთილგანწყობა მოიპოვონ. ბრენდს, როგორც ადამიანს, სჭირდება წარმოჩენა. ასევე, აქტიურად უნდა ჩართონ საკუთარი მომხარებელები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობებში. ეს დამატებით კეთილგანწყობას მოუტანს კომპანიას.

რა პრობლემებია ამ კუთხით და რა როლს შეასრულებს ეს პროექტი?

ხშირად, სპონსორობა და ქველმოქმედება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში განიხილება. ამის გამიჯვნას დრო სჭირდება. კომპანიებმა უნდა იცოდნენ, როგორ დაგეგმონ ბიუჯეტი მსგავსი აქტივობებისათვის. სწორედ ამ საკითხების წარმოჩენასა და მოგვარებას ემსახურება ჩვენი პროექტი. გარდა ამისა, მეტი მომხმარებელი შეიტყობს, თუნდაც, ამ კომპანიების საქმიანობის შესახებ, გაიგებენ თუ რა აქტივობებს ახორციელებენ ამ კუთხით.

“ბილაინმა” გამოაქვეყნა ანგარიში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით საკუთარი კამპანიების შესახებ. რა მიმართულებებია და რატომ შეირჩა ეს მიმართულებები?

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით რამდენიმე კამპანია გვაქვს. “ბილაინი”, საერთაშორისო კომპანიაა და ვცდილობთ, საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია მოვახდინოთ. ერთ-ერთი კარგ გადამხდელად მივიჩნევით. გარდა ამისა, მუდმივად ხელს ვუწყობთ ჩვენი თანამშრომლების კარიერულ ზრდას. ასევე ვქმნით მულტიეთნიკურ და თანაბარი შესაძლებლობების გარემოს კომპანიაში. ხელს ვუწყობთ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებას.

კიდევ რა აქტივობებს ახორციელებს “ბილაინი” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით?

აქტიურად ვეწევით ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას. “სპორტი ნათელ მხარეზე”- ამ პროექტს უკვე ერთი წელია ვახორციელებთ. გარდა ამისა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან ერთად გვაქვს მთელი წლის მანძილზე გაწერილი სამოქმედო კალენდარი. გვაქვს კიდევ ერთი კამპანია “ნათელი ფერები ბავშვებს”. ჩვენთან გაკეთებული თითოეული შენაძენიდან ერთი ლარი ბავშვთა სახლების დასახმარებლად მიდის, რომელიც გამიზნულია განათლებაზე, ბიბლიოთეკის მოწყობაზე, წიგნების შეძენაზე და ა. შ. გვაქვს ეკოლოგიური კამპანიაც. შედეგად შევძელით, ჩვენთან 11%-ით შეგვემცირებინა ქაღალდის მოხმარება. აქტივობები ამ კუთხით კვლავ გრძელდება. თუმცა, ეს ისეთი მიმართულებაა, რთულია სწრაფი შედეგი ნახო, უფრო გრძელვადიანი პროცესია.

ხშირად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით განხორციელებული აქტივობა ერთჯერადია, რაც კონკრეტული მიმართულების განვითარებას ნაკლებად უწყობს ხელს და კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის დახმარებაზე. თქვენს შემთხვევაში ეს რამდენად არის გათვალისწინებული? 

ჩვენი ხედვა ზუსტად ასეთია, კომპანია უნდა იყოს თანმიმდევრული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის განხორციელებისას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს, შერჩეულ გარემოზე, გავლენას არ მოახდენს. კამპანიებს 1-3 წლამდე ვადაში ვგეგმავთ. ზუსტად იმიტომ, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები და ჩვენს აქტივობებს შედეგი ჰქონდეს.

ბიჰანს თბილისი

“Behance Portfolio Review Tbilisi”- საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური და სასარგებლო იქნება”

ღვინო რომელიც უხდება სექსს და კიდევ უფრო მეტ სექსს!