23
Feb
2018

ქართული CSR ჯილდოს მფლობელები ცნობილია!

23 Feb 2018

23 თებერვალს, სასტუმროში „რუმს თბილისი”, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. CSR Club-ისა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UN Global Compact) ინიციატივის შედეგად, მსგავსი ტიპის ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება და მასზე კომპანიებმა 23 პროექტი წარადგინეს, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. ახლახან, კონკურსის სამ ნომინაციაში გამოვლინდა სამი გამარჯვებული! და ესენი არიან:

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

ნომინაცია: ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი 
გამარჯვებული: APM TERMINALS POTI – ფოთის პორტი
პროექტი: ტრენინგები სატვირთო ავტომანქანის მძოლებისთვის, უსაფრთხოების საკითხებზე
2017 წელს, გაეროს გლობალური უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, ფოთის პორტმა დაიწყო მასშტაბური პროექტი, რომელშიც სატვირთო ავტომანქანების 2 279 მძღოლი ჩაერთო. კომპანია მაღალი პასუხისმგებლობით მოქმედებს და მისი პრიორიტეტი, შრომითი სტანდარტების დაცვა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაა.

ნომინაცია:  გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი
გამარჯვებული: ნატახტარი
პროექტი: ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა
პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიოში საუკეთესო სტანდარტად აღიარებული, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ტექნოლოგია დაინერგა, არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ კომპანია ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს ბუნების დაცვის მიმართულებით, რითაც ხელს უწყობს ქვეყანაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას.

ნომინაცია: წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის (ბიზნესისა და არასამეწარმეო პარტნიორის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტი)
გამარჯვებული: m2
პროექტი:  მთაწმინდის ტყის აღდგენა-გატყევება
პროექტის მიზანი მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის აღდგენა-გატყევებაა. 3000 ხე-მცენარის ჩარგვასთან ერთად, კომპანია 3 წლის განმავლობაში ნარგავების მოვლასაც დააფინანსებს. კომპანია, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, იწყებს ხანძრის პრევენციის კამპანიას სკოლებში. დაწყებულია, რისკების შემცირების კამპანია  საცხოვრებელ კომპლექსებში.

მთლიანი დაჯილდოების ცერემონიის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.

განხილვა