in

CTA-ს ძალა – ღილაკები ვებგვერდზე, რომელთა სწორი განლაგებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია

ოპტიმიზაციის გარდა, ვებგვერდისთვის აუცილებელია, რომ მისმა ვიზიტორმა მოახდინოს კონვერტაცია საიტზე, ვებგვერდმა მას ქმედებისკენ უნდა მოუწოდოს. ნებისმიერ საიტზე შესვლისას უნდა დავაკვირდეთ, არის თუ არა აშკარა მოწოდებები კლიენტთან რაიმე გზით დასაკავშირებლად? ბევრი კომპანია მეტ ყურადღებას უთმობს მთავარ და საკონტაქტო გვერდებს, თუმცა მარკეტერები გვირჩევენ, რომ მოქმედებისკენ სხვადასხვა სახის მოწოდებები ყველა გვერდს უნდა ჰქონდეს. ცხადია, ისინი არ უნდა იყოს ძალიან დიდი რაოდენობით, რომ არ დააბნიოს ან არ გააღიზიანოს ვიზიტორი, თუმცა საიტზე ნავიგაციისა და მომხმარებელთან კონტაქტში ყოფნისთვის აუცილებელია, რომ საიტის ვიზიტორს სულ ჰქონდეს მინიშნება, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ან ბრენდთან ურთიერთობისას და როგორ უნდა გადადგას ისინი.

ე.წ. call to action ღილაკი თქვენს ვებსაიტზე რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილზე შეგიძლიათ განათავსოთ:

in-Stream – ეს არის ყველაზე ძლიერი CTA. ამ ზოლში ბმულის, ღილაკის ან სურათის განთავსება, რომელიც შეესაბამება თქვენს კონტენტს, მოუწოდებს ვიზიტორს, რომ მეტად ჩაერთოს, მეტად დაინტერესდეს და მეტად მიადევნოს თვალი თქვენ მიერ გაზიარებულ კონტენტს.

შეტყობინებების ზოლი – შეტყობინებების ზოლები საიტებზე უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეს არის ერთ-ერთი პირველი ვიზუალური ელემენტი, რომელსაც ვიზიტორი ხედავს, ამიტომ ის ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტია კონვერტაციის განსახორციელებლად. მოათავსეთ თქვენი CTA ამ ზოლში. 

გვერდითი ზოლი, ანუ sidebar – კარგად განლაგებულმა CTA-მ თქვენს გვერდითა ზოლზე შეუძლია ყურადღება მიიპყროს და მეტი კონვერტაცია გამოიწვიოს. ეს შესანიშნავი ადგილია ვიზიტორებისთვის ალტერნატიული CTA-ებისთვის. 

ფუტერი – აქ ხშირად იპოვით ზოგად CTA-ებს, რომლებიც სპეციფიკურია თქვენი ბიზნესის მიერ შეთავაზებული პროდუქტებისა და სერვისებისთვის. 

ჩატი – ავტომატური ჩატი, რომელიც ვიზიტორს დახმარებას უბიძგებს, შესანიშნავი გზაა ქულების დასაწერად მომხმარებლის თვალში.

პოპ-აპი – ის შესანიშნავი ადგილია CTA-ს განთავსებისთვის. იგი ვიზიტორს ყველაზე მარტივად ხვდება თვალში და უბიძგებს მას ქმედებისკენ. 

მთავარი გვერდი გამონაკლისია

საიტის მთავარი გვერდი ის ადგილია, რომელიც არ უნდა იყოს დატვირთული CTA ღილაკებით. მთავარი გვერდი მთლიანი საიტის ერთგვარი ნავიგატორია და მომხმარებელი კიდევ მრავალი ახალი ღილაკით არ უნდა დააბნიოს. როგორც წესი, მასზე ერთ ასეთ ღილაკს განათავსებენ ხოლმე, რომელიც შინაარსობრივად შეიძლება იყოს შესავსები ფორმა ან რაიმე სხვა ტიპის ინფორმაცია, რომელიც ვიზიტორს მინიშნებას აძლევს.

მეტი CTA = მეტი კონვერტაცია

საიტის კონვერტაციის გაზრდა შესაძლებელია სწორად განლაგებული CTA ღილაკებით. იმავე საიტითა და კონტენტით, რაც აქამდე გქონდათ, კონვერტაციის გაუმჯობესებაა შესაძლებელი, უბრალოდ საჭიროა, რომ ყველა კონტენტზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, შესაბამისი მოწოდების ღილაკი არსებობდეს. ამაში არ იგულისხმება მაინცდამაინც მოციმციმე ბანერები, არამედ ჩვეულებრივი ღილაკი, რომელიც სწორ მიმართულებას აძლევს ვიზიტორს. ღილაკები იმდენად მარტივი და ინფორმაციული უნდა იყოს, რომ აუდიტორიამ ისინი ვერც კი უნდა შეამჩნიოს ზედმეტად. მათ შეუმჩნევლად უნდა გააკეთონ მთავარი საქმე – მისცენ მომხმარებელს გეზი.

სწორ კითხვებამდე მონაცემებს მივყავართ, პასუხებამდე – კრეატივს

როგორ მოქმედებს კეთილშობილება ადამიანებზე? — Cadbury-ის რეკლამა