in

„რესტორნის საქმის მენეჯმენტი“ – ახალი პროგრამა CU-ში

25 მარტს, „კავკასიის უნივერსიტეტის“ (CU) ტრენინგ ცენტრში, პროგრამა „რესტორნის საქმის მენეჯმენტი“ იწყება. კურსი CU-სა და რესტორან „ბარბარესთან” ინიციატივით შეიქმნა. როგორც თავად ამბობენ, პროექტის მთავარი მიზანია, სტუდენტებს კვების სისტემაში მოქმედი მართვის ძირითადი პრინციპები გააცნონ. 

bog
bog-mob

პროგრამის ტრენერები

პროგრამის ტრენერი და რესტორნის „ბარბარესთან“ გენერალური მენეჯერი ანდრია ქურასბედიანი ამბობს, რომ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის ეს კურსები ძალიან მნიშვნელოვანია.

ანდრია ქურასბედიანი: კურსის შექმნის იდეა და სურვილი დიდი ხანია მაქვს. ჩემი ყოველდღიური პროცესების ერთი ნაწილი მოიცავს გუნდის სწავლებას. ცოდნის გასაღრმავებლად გადავწყვიტე, წავსულიყავი მსოფლიოში #1 სერვისისა და ეტიკეტის სკოლაში “International Butler Academy“, რომლის დასრულების შემდეგაც დავბრუნდი საქართველოში და სურვილი მეტად გამიღრმავდა. ერთ დღეს, „კავკასიის უნივერსიტეტის“ სატრენინგო ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მუშკუდიანი დამიკავშირდა. მითხრა, რომ  დიდი სურვილი ჰქონდა რესტორნის მართვის ტრეინინგი შეექმნა. ასე გადაწყდა სერთო პროექტის იდეისა და პროექტის ჩამოყალიბება.

M: ვინ ასწავლის ამ პროგრამაზე?

ა.ქ. : ლექციებს 10 პროფესიონალი ტრენერი ატარებს: ნინო ახალაია, ზურა ბაქრაძე, გიგა ხატიაშვილი, ანდრია ქურასბედიანი, გიორგი სოლომნიშვილი, გიორგი აივაზიანი, ანა მიქაძე, გურამ ბაღდოშვილი, დალი ცატავა, კობა შონია. 

M: კონკრეტულად რა ისწავლება? 

ა.ქ. : სატრენინგო პროგრამის მიზანია, სტუდენტებს აუხსნას კვების სისტემაში მოქმედი მართვის ძირითადი პრინციპები – განუმარტოს, რა ნორმებისა და სტანდარტების დაცვა მოეთხოვება სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტს; ასწავლოს პერსონალის შერჩევისა და მართვის ასპექტები; პრაქტიკულად აჩვენოს, როგორ ხორციელდება პროცესების მართვა სამზარეულოში, პერსონალთან დამოკიდებულებასა თუ სტუმართან ურთიერთობისას. 

M: რას მისცემს ეს პროგრამა კურსდამთავრებულებს?

ა.ქ. : სარესტორნო საქმის მენეჯმენტი ძალიან აქტუალურია, დღეს, საქართველოში. ნებისმიერი პროფესიისთვის, მართვის პროცესი უამრავი დეტალისგან შედგება. ადამიანებს პროცესების აწყობა და შედეგების მიღწევა იმაზე ადვილი ჰგონიათ, ვიდრე რეალობაშია. ტრენინგი საკვები ობიექტის მმართველობის რეალურად აღქმის შესაძლებლობას იძლევა და მოიცავს სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის, დეტალებზე ორიენტირებულობის, უმაღლესი მომსახურების სტანდარტების, სტუმართან კომუნიკაციის, სტრესულ გარემოში მუშაობის, სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების გამომუშავებას. 

Google ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში შედის – არის, თუ არა PlayStation-ის საქმე ცუდად

Elven Technologies – კომპანია, რომელიც სუპერგმირების კოსტუმებს ქმნის