in

ნახეთ: როგორი იქნება Cube In Context-ის ინტერიერი

თანამედროვე ხელოვნების გალერეა და საერთო სამუშაო სივრცე მზიურის პარკის ცენტრში

მზიურის შუაგულში ის კუბის ფორმის პატარა შენობა თუ გახსოვთ? ფუნქციადაკარგულ ძველ საბაგირო სადგურზე გეკითხებით, ათწლეულების განმავლობაში, უხვი ნარჩენების „თავშესაფრად“ რომ იყო ქცეული… გაზაფხულის მიწურულს, იქ, ახალი კულტურული სოციალური საწარმო და გალერეა „კუბი კონტექსტში“ ხელოვნებისა და საერთო სამუშაო სივრცეების მოყვარულებს უმასპინძლებს. პროექტის იდეასა და განხორციელებაზე საინიციატივო ჯგუფის წევრები – კოკა ვაშაკიძე, ვასილ მაჭარაძე, ანუკა ლომიძე, ანა გოგუაძე, თორნიკე აბულაძე – ათი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. დღეს, საბაგირო შენობის რეკონსტრუქციისა და ფუნქციურად ათვისების იდეა თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

BOG
BOG

პროექტის ინიციატორებმა, ამოსავალ წერტილად შენობის კუბის ფორმა აიღეს და რამდენიმე კვადრატული, პატარა სივრცის ეფექტურად განაწილებაც მოახერხეს. პირველი სართული თანამედროვე ხელოვნების გალერეას დაეთმობა, მეორეზე კი – საერთო სამუშაო სივრცე იქნება. ფართის სიმცირის მიუხედავად, ეფექტურად დაგეგმილი ინტერიერი, მოქნილად გარდაიქმნება შეხვედრების დარბაზადაც, Co-working სივრცე კუბის გარშემო, ღია ცის ქვეშ პერიმეტრსაც აითვისებს. მნიშვნელოვანია, რომ შენობა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და თანაბრად არის ღია საზოგადოების სხვა და სხვა ასაკობრივი თუ ინტერესების მქონე  წევრებისთვის.

როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ: ეს არის სივრცე განსხვავებულ ჯგუფებს შორის, კულტურული დიალოგის გასამართად, თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების ხელშესახებად და ქალაქის ცენტრში, მწვანე, მშვიდ გარემოში, საერთო სამუშაო სივრცის შესაქმნელად… ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ხელოვნება და მყუდრო გარემოში მუშაობა უყვარს.

ათწლიანი ისტორიის მქონე პროექტს „კუბი კონტექსტში“, გახსნამდე მნიშვნელოვანი ეტაპი უდგას: თბილისის მერიასთან და რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან თანამშრომლობის გარდა, ღიაა ახალი შესაძლებლობებისთვის ისეთ კერძო, არასამთავრობო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან, რომლებიც თავიანთ თავს, ამ საოცარი ისტორიის მქონე პროექტის პარტნიორად წარმოიდგენენ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„ავერსი“ სადღესასწაულო კამპანიას იწყებს!

3 მარტს კლიპარტის გუნდს 500-ზე მეტი მთავარი დიზაინერი შეემატა