in

როგორ დავაღწიოთ თავი „ცუდი სცენარების“ წარმოდგენას?

M2
M2

ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე სხვადასხვა სცენარს განვიხილავთ — რაღაც ცვლილებები გვჭირდება, მომავალზე ვფიქრობთ და ახალ მიზნებს ვისახავთ… თუმცა ამ პროცესში ხშირად ჩვენი გონება ცუდი სცენარების წარმოდგენისკენაა მიდრეკილი, რასაც ე. წ. „კატასტროფიზაციის“ სახელით ვიცნობთ.

ნეგატიურად კი ჟღერს, მაგრამ ზოგჯერ თავდაცვის მექანიზმის როლსაც ითავსებს. მაგალითად, როცა ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავთ, ამგვარი მიდგომა რისკფაქტორების გათვალისწინებაში დაგეხმარებათ; წინასწარ განსაზღვრავთ, როგორ შეგიძლიათ პოტენციური პრობლემების მოგვარება.

უბრალოდ, მთავარ გამოწვევად ისეთი საზრუნავი გვესახება, რომელთა კონტროლიც არ შეგვიძლია და გონებაში პოტენციურ კატასტროფად გვეჩვენება. ამას დიდ შფოთვამდე მივყავართ, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ამიტომაც, მშვიდად მიჰყევით „შიშის შექმნის“ პროცესს და კარგად გააანალიზეთ, რა გაშინებთ:

  1. დაწერეთ, რისი გეშინია — ნუ მისცემ ამ გრძნობას უფლებას, ბუნდოვანი ან არასპეციფიკური იყოს. დააკონკრეტეთ, რისი გეშინიათ.
  2. შექმენით სამი ქვეკატეგორია: 1) განსაზღვრა — დაწერეთ 10 ან 20 ყველაზე ცუდი შესაძლო შედეგი, რაც შეიძლება ამ ცუდ სცენარს მოჰყვეს; 2) პრევენცია — განსაზღვრეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ თითოეული მათგანის თავიდან ასაცილებლად; 3) გამოსწორება — მოიფიქრეთ, რას გააკეთებთ, თუ რაიმეს არიდებად ვერ შეძლებთ.
  3. ჩამოწერეთ ამ ცუდი სცენარის გვერდის ავლის (ან თუნდაც უბრალოდ მცდელობის) სარგებელი. უფრო კონკრეტულად, რა მოხდება, თუ წარმატებას მიაღწევთ? როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, თუ სასურველ ნაბიჯებს დაბრკოლების გარეშე გადადგამთ?

მაშინაც კი, თუ საბოლოოდ ვერ მოიშორებთ შფოთვას, გარკვეულ შედეგს მაინც მიიღებთ — აღმოაჩენთ ახალ პერსპექტივებს, ახალ იდეებსა და შესაძლებლობებს. მეტად ისწავლით საკუთარი თავის კონტროლს, რათა ბრმად არ გადაეშვათ „საშიშროების მორევში“.

YouTube-ის 4 ფუნქცია, რომლებიც თქვენს გამოცდილებას გააუმჯობესებს

250-ზე მეტი პარტნიორი და 500-ზე მეტი თანამშრომელი – როგორ გაიზარდა Upgaming-ი 2023 წელს