in

როგორ დავაღწიოთ თავი ცუდი სცენარების წარმოდგენას?

M2
M2

როდესაც რაიმე უაზრო, გაურკვეველი სიტუაციის წინაშე ვიმყოფებით, ხშირად ნაჩქარევად გამოგვაქვს დასკვნები. ჩვენი ყოველი საუბრის ან ურთიერთობისას, ჩვენი ტვინი ცდილობს გაარკვიოს, რა შემომავალი სიგნალებია მასში. ის ჩვენი გრძნობებისგან და ზოგადი ემოციური თუ ფიზიკური ფონისგან იღებს ინფორმაციას. შედეგად, ტვინი გვეუბნება: „აი, რა ხდება! ასე უნდა იფიქრო!“

„ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ასეთი გამოცნობების გარეშე, რადგან ამ ძალიან რთულ სამყაროში ნავიგაცია გაგვიჭირდება. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, როდესაც სატვირთო მანქანა ჩვენკენ მოდის, ტვინმა სწრაფად უნდა მიგვანიშნოს გზიდან გადასვლის აუცილებლობაზე“, — განმარტავს ფსიქოლოგი ჩაკ ვისნერი.

მეორე მხრივ, ვარაუდები შეიძლება ერთგვარი მახე იყოს, თუ ისინი რეალობას არ ემთხვევა. ნეგატიური ვარაუდები განსაკუთრებით პრობლემური და ძნელად გასაგებია, როდესაც საქმეში ჩვენი ეგო და იდენტობა ერთვება. სიღრმისეული დაკვირვების გარეშე კი მეტად მოსალოდნელია, უარყოფითი ვარაუდები დავიჯეროთ. მაგალითად, ადამიანმა, რომელიც ამაყობს იმით, რომ ერთგული თანამშრომელია, შესაძლოა შვებულებაში დიდი ხნით გასული კოლეგა ზარმაცად მიიჩნიოს. სინამდვილეში, იგი შეიძლება ხანდაზმულ მშობლებზე ზრუნავდეს ან პირადი და საქმიანი პასუხისმგებლობის დაბალანსებაზე ზრუნავდეს.

როგორ შევწყვიტოთ ასეთი ვარაუდები?

ვისნერის თქმით, ნეგატიური ვარაუდებისგან თავის დასაღწევად, გარკვეული დისტანცია უნდა შევქმნათ საკუთარ თავსა და ჩვენს აზრებს შორის. „პირველი ნაბიჯი იმის აღიარებაა, რომ ჩვენი ვარაუდები სიმართლეს არ შეესაბამება. ვარაუდები არის ის, რასაც ჩვენი გონება ინფორმაციისა და ჩვენი ისტორიის საფუძველზე აკეთებს. იმის აღიარება, რომ ისინი სულაც არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია“, — განმარტავს ვისნერი.

ამასთან, ფსიქოლოგი ყურადღების მიქცევის ისეთ სფეროებს, საუბრებსა და სიტუაციებს გვთავაზობს, რომლებიც ნაჩქარები განსჯის გაკეთებაში გვიშლის ხელს. გადადგით ნაბიჯი უკან და უთხარით საკუთარ თავს: „ეს არის ვარაუდი. შემიძლია განზე გადავდო ან შევისწავლო კითხვების დასმით. იქნებ, არსებობს რაღაც ფაქტები ან სხვა გარემოებები, რომლებიც ჩარჩობის გაფართოებაში მეხმარება?

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იმის გადამოწმებაა, რამდენად სამართლიანია ჩვენი აღქმა. სანაცვლოდ, ვისნერი გვირჩევს, სანაცვლოდ სიმართლეს მოვფინოთ შუქი და გავარკვიოთ, რეალურად რა ხდება.

პირველი ქართული წარმოების ულაქტოზო რძის პროდუქტები აგროჰაბისგან

Gee Vaucher-ის ნამუშევრები, როგორც ხელოვნებისა და კომერციის შერწყმა