in

Cuğu — ზეითუნის ზეთის თურქული სიმბოლიკით შთაგონებული დიზაინი

Cuğu ზეითუნის ზეთის ბრენდია, რომელიც მისი წარმომავლობის ფესვებს უბრუნდება, ურლას ათასწლოვანი ხეების გამოყენებით. ამჟამად ურლაში Domat (ლურჯი ბოთლი) და Memecik (მწვანე ბოთლი) ზეთისხილი კულტივირებულია და ცივი დაწურვის პრინციპით იწარმოება ზეთი.

აღნიშნული პროდუქტის ბრენდად ჩამოყალიბებისას კი მარკეტერები შემდეგ საკვანძო სიტყვებზე ფოკუსირდნენ: ხედვა, ფესვები, ჯანმრთელობა, ინოვაცია, ხელოვნება, ტრადიცია, ბუნებრივი, სიამაყე, ეგზოტიკა და ჰედონიზმი… რაც შეეხება მის სახელს, ეს თურქული მეტაფორიდან მომდინარეობს, რომელიც თვალს უკავშირდება. ასე იქცა Cuğu ზეითუნის ზეთის ბრენდის სახელად.

ხოლო ლოგოზე არაბულმა კალიგრაფიამ იქონია გავლენა, რომელიც აია სოფიას მედალიონებს ამშვენებს. ფერთა პალიტრის თვალსაზრისით კი ორ ვარიანტზე შეჯერდნენ — ერთი მხრივ, ლურჯი, როგორც სიჯანსაღისა და პრემიუმ ხარისხის სიმბოლო; ასევე, სწორედ ეს ფერი გამოიყენება თურქული თვალის შემთხვევაში. მეორე მხრივ მწვანე — ამავე შეფერილობის ზეთისხილის გამომხატველად.

სავარაუდოდ, არქეოლოგებმა ყველაზე ძველი მუმია აღმოაჩინეს

12 მეთოდი წარმატებული ბრენდის შესაქმნელად