in

„რასიზმის სამკურნალო აბები“ — ახალი კამპანია სიძულვილის ენის წინააღმდეგ

ნიუ-იორკში „რასიზმის სამკურნალო აბები“ გამოჩნდა, რომლის უკანაც სარეკლამო სააგენტო Anchor Worldwide დგას. რა თქმა უნდა, არ არსებობს ფარმაცევტული საშუალება, ამ დაავადებისგან თავის დასაღწევად — აფთიაქებში განთავსებული ყუთები პარტიზანული კამპანიის ნაწილია, რაც კანის ფერის მიხედვით გამოხატულ სიძულვილის დასრულებას ემსახურება.

„არ არსებობს ანტირასისტული აბების რეკომენდებული დოზა. მხოლოდ სწავლას და საკითხის გაგებას შეუძლია ჩვენი დახმარება“, — წერია ფარმაცევტული პროდუქტებით შთაგონებულ პაკეტში. ასევე, ნიუ-იორკელებს მოუწოდებენ, Stop AAPI Hate ვებგვერდს ეწვიონ, რათა მკურნალობისათვის საჭირო რესურსები მიიღონ.

„თუ რასისტულ აზრებს ან ქცევას განიცდით და სულ უფრო მეტ აგრესიას გრძნობთ სხვების მიმართ, უბრალოდ დარჩით სახლში და დაისვენეთ, სამუდამოდ. არავის უნდა, რომ რასისტები გამოვიდნენ ქალაქის ქუჩებში“, — მოუწოდებენ „რასიზმით ინფიცირებულებს“.

ინსტრუქციას თუ მივენდობით, ანტირასისტული განწყობების შენარჩუნება მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გულწრფელი საუბრებით შეიძლება. ასევე, შეფუთვა საზოგადოებას მოუწოდებს, რასობრივი მოტივით შევიწროების ფაქტის აღმოჩენისას ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართონ.

„სიყვარული, თანაგრძნობა, გამბედაობა და სინდისი არის ის, რაც საზოგადოებას იმუნიტეტს ინარჩუნებს“ — ნათქვამია აღწერაში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Anchor Worldwide (@anchorworldwide)

რატომ არის საუზმე აუცილებელი და რა უნდა მიირთვათ დილით?

საბავშვო ლიტერატურის გამომცემლის შემოქმედებითი სამყარო – ნიკი თარხან-მოურავი