in

NASA-ს როვერმა მარსზე ლითონის ობიექტი აღმოაჩინა

NASA-ს მარსმავალმა, Curiosity-მ, წითელი პლანეტის შესწავლისას, ლითონის ობიექტს მიაგნო, რომლის ზომაც დაახლოებით 30 სანტიმეტრია რკინისა და ნიკელისგან შედგენილ მეტეორიტს წარმოადგენს.

M2
M2

ობიექტი, მეტსახელად „კაკაო“, ულტრა მაღალი გარჩევადობის ფოტოზე ჩანს, რომელიც 28 იანვარს გადაღებულ 19 კადრს აერთიანებს. მისი ულამაზესი, ვერცხლისფერი მეტალის შეფერილობა წითელი ზედაპირისგან ადვილად გასარჩევია. „მარსზე მეტეორიტების პოვნა იშვიათ მოვლენას არ წარმოადგენს. ეს მე უკვე რამდენჯერმე შევძელი, მაგრამ გარემოს ცვლილება ყოველთვის სასიამოვნოა“, — ვკითხულობთ Curiosity-ის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

სამწუხაროდ, მარსმავალს დედამიწაზე გამოსაგზავნად მეტეორიტის ნიმუშის მოპოვება არ შეუძლია. თუმცა ამისთვის სათანადოდ აღჭურვილია Perseverance, რომელიც ამჟამად მარსზე იმყოფება და გულმოდგინედ აგროვებს გეოლოგიურ მასალას.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეტეორიტმა, შესაძლოა, მეცნიერებს საშუალება მისცეს, წითელი პლანეტის უძველესი წარსული უკეთ გაიგონ და გაარკვიონ, იყო თუ არა ოდესღაც აქ სიცოცხლე. ამასთან, როგორც Universe Today იტყობინება, „კაკაოს“ ზედაპირზე გაჩენილი ბზარები მიუთითებს, რომ ის მარსის ატმოსფეროში შეღწევისას დაზიანდა, მიუხედავად პლანეტის თხელი ატმოსფეროსი.

Lego სიყვარულის დღეს ბეჭდების მბრძანებელთან ერთად აღნიშნავს

Doritos-ის რეკლამაში ელტონ ჯონი ჯეკ ჰარლოუს ჯილდოს „პარავს“