NASA-ს მარსმავალმა, სახელწოდებით Curiosity, წითელ პლანეტაზე ტბის არსებობის კვალს მიაგნო — კერძოდ, გრუნტზე ტალღოვნი წარმონაქმნები დააფიქსირა, რაც სწორედ ტბის არსებობაზე მიანიშნებს.
მეცნიერთა თქმით, ეს მისიის განმავლობაში ყველაზე აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ მარსზე წყალი ნამდვილად იყო. ტბის გავლენა პლანეტის ზედაპირზე ტალღისებური სტრუქტურებით გამოისახა, რაც გრუნტთან ტალღების კონტაქტით იყო გამოწვეული. „ეს არის საუკეთესო მტკიცებულება წყლისა და ტალღების შესახებ, რაც მთელი მისიის განმავლობაში ვიზილეთ. ტბის დანალექი ასობით მეტრზე შევისწავლეთ, მაგრამ მსგავსი ნიმუშები არასდროს მოგვიპოვებია. ახლა კი ის ისეთ ადგილას ვნახეთ, რომელიც მშრალი გვეგონა“, — განმარტავენ NASA-ში.
როვერი ამჟამად შარპის მთას იკვლევს, რაც მეცნიერებს იმის საშუალებას აძლევს, რომ გააანალიზონ, როგორ იცვლებოდა წითელი პლანეტა მილიონობით წლის განმავლობაში. მეცნიერების განმარტებით, ტალღისებური წარმონაქმნები, ნარჩენების დინება და განშრევებები მიუთითებს, რომ მარსის წყლიანი ზედაპირიდან მშრალ პლანეტად გადაქცევის პროცესი მარტივი არ ყოფილა.