in

19 ნოემბერს „ვაკის საცურაო აუზზე“ ცურვის შიდა ჩემპიონატი გაიმართა

19 ნოემბერს სპორტულ კომპლექსში „ვაკის საცურაო აუზი“ ცურვის შიდა ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობა ვაკის საცურაო აუზის 115-მა კლუბის წევრმა მიიღო, რომელთა შორის 48 საპრიზო ადგილი გამოვლინდა. საპრიზო ადგილის მფლობელებისთვის 50-მდე კომპანიამ 200-ზე მეტი სოლიდური პრიზი დააწესა.

კლუბის წევრების მონაწილეობით, ჩემპიონატი ცურვის 2 სახეობაში, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა როგორც მოყვარულებში, ისე პროფესიონალ მოცურავეებს შორის. ღონისძიებას გულშემატკივრები, ვაკის საცურაო აუზის კლუბის წევრები, ბრენდ ამბასადორები და ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

უკვე მრავალი წელია, „ვაკის საცურაო აუზის“ სივრცეში, ტრადიციულად, მიმდინარეობს ჩოგბურთის ჩემპიონატი, რომელსაც სპორტული კომპლექსის კლუბის წევრები ყოველი წლის დასაწყისში მოუთმენლად ელიან.

ვაკის საცურაო აუზმა ცურვის შიდა ჩემპიონატის სახით, ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი და ტურნირი ყოველწლიურად ჩატარდება.

50-მდე კომპანიის მიერ საპრიზო ადგილოსნების დაჯილდოების შემდეგ, ვაკის საცურაო აუზმა სიურპრიზი მოამზადა და ღონისძიების დამსწრეთა შორის საკუთარი აბონემენტები გაათამაშა. გათამაშებაში გამოვლინდა 5 გამარჯვებული, რომლებიც მომენტალურად გახდნენ სპორტული კომპლექსის კლუბის წევრები და ამ სტატუსის ყველა ბენეფიტითა და პრივილეგიით ისარგებლებენ.

ვაკის საცურაო აუზზე ცურვის შიდა ჩემპიონატი ტორტის გაჭრის საზეიმო ცერემონიალით დასრულდა. სპორტული კომპლექსი ახლა უკვე შავი პარასკევისთვის ემზადება და 22-დან 26 ნოემბრის ჩათვლით მომხმარებლებს დიდ ფასდაკლებას ჰპირდება. ფასდაკლება გავრცელდება ვაკის საცურაო აუზის სივრცეში მდებარე კაფე რეფრეშშიც, რომელიც საკუთარ სტუმრებს დათვლილი კალორაჟით შედგენილი ჯანსაღი და დაბალანსებული კერძებით უმასპინძლდება.

„სპორტული ცხოვრების მოყვარული ნებისმიერი ადამიანისთვის, ვაკის საცურაო აუზი ყველაზე სასურველი ადგილია, რადგან ამ სივრცეში გაერთიანებულია: ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი, ულტრათანამედროვე ფიტნეს დარბაზი, მასაჟების მრავალფეროვანი პროცედურები, ჯგუფური ვარჯიშების ნაირსახეობა, ფინური და ორთქლის საუნები, ცხელი და ცივი ჯაკუზები, ღია ვერანდა და ჯანსაღი კაფე რეფრეში“.

ვაკის საცურაო აუზი ყველა მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას უერთდება და საკუთარ სივრცეშიც სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას ემსახურება.

„ინვესტირება ჯანმრთელობაში“—  ვაკის საცურაო აუზის სლოგანია, რომელიც ზუსტად გადმოსცემს სპორტული კომპლექსის მთავარ დანიშნულებას — „ჩვენ ვქმნით სივრცეს თქვენი ჯანმრთელობისთვის!“

[R]

„თეგეტა” ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარებისათვის – ჰოლდინგი ქვეყნის მასშტაბით უნივერსალურ ელექტროდამტენებს განათავსებს

როგორ შევძლოთ საკუთარ წარმატებებზე საუბარი, ტრაბახის გარეშე?