ფერადი ფანქრებით, ხატვის გარდა, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მაგალითად, YouTube-ის ვარსკვლავმა და არტისტმა, Burls Art, არც მეტი, არც ნაკლები, ნამდვილი გიტარა დაამზადა.
„ინტერნეტით, ხშირად მინახავს, ფანქრებისაგან როგორ ამზადებდნენ, მაგალითად, თასს. სულ მინდოდა, მეც რაღაც გამეკეთებინა, ოღონდ ისეთი, მერე რამეში რომ გამომეყენებინა – ამბობს Burls Art გამოცემა Bored Panda-ს თან საუბრისას – გიტარაზე დაკვრა რომ დავიწყე, მივხდი, რა შეიძლება, შემექმნა ფერადი ფანქრებისაგან“.
„Amazon-ზე, 1 200 ცალი, ყველაზე იაფიანი ფერადი ფანქარი შევიძინე და დავჭერი, უფრო მარტივად რომ გამომეყენებინა. შემდეგ, ერთმანეთზე დავაწებე“.
„მერე, მიღებული მასა გავაშალაშინე და გიტარის ფორმა მივეცი“.
არტისტს სურდა, რომ ნამუშევარი, მაქსიმალურად დახვეწილი ყოფილიყო. ამიტომ, გიტარას სტანდარტების სრული დაცვით ამზადებდა.
ფერადი ფანქრებით, ნამდვილი, ელექტრო გიტარის დამზადება, არტისტს, $500 დაუჯდა. ინსტრუმენტი, საბოლოოდ, ასე გამოიყურება.
აღსანიშნავია, რომ ეს Burls Art-ისთვის ეს პირველი ნამუშევარი არ არის. არტისტს, YouTub-ზე საკუთარი არხი აქვს და საზოგადოებას თავის დამზადებულ ნივთებზე უამბობს.
„ვცდილობ, შევქმნა ფუნქციური ხელოვნება“ – წერს არტისტი.