in

Customer Experience Business Summit Georgia 2026 – წლის მთავარი CX ღონისძიება 3 აპრილს გაიმართება

უკვე მესამე წელია, მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიული მართვის სააგენტო CX Hub ამ ღონისძიებას აორგანიზებს და საქართველოში CX-ის გარშემო სრულიად ახალ ბიზნესეკოსისტემას აყალიბებს. თუ 2023 წელს ეს პირველი პრეცედენტი იყო ქვეყანაში, 2025 წელს სამიტმა უკვე მეორედ შეკრიბა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ხოლო 2026 წელს ის კიდევ უფრო ძლიერი ამბიციით ბრუნდება – გააერთიანოს ლიდერები, კომპანიები და პარტნიორები, რომლებიც CX-ს (Customer Experience) აღიქვამენ არა მხოლოდ სასურველ მიმართულებად, არამედ გაზომვად ბიზნესუპირატესობად.

დღეს, როცა ბევრი კომპანია ჯერ კიდევ მხოლოდ პროცესების, პროდუქტისა და გაყიდვების ოპტიკით უყურებს ზრდას, CX Business Summit Georgia მნიშვნელოვან შეხვედრის წერტილად იქცა იმ ბიზნესებისთვის, ვინც უკვე ხედავს, რომ თანამედროვე კონკურენცია სულ უფრო და უფრო მეტად გამოცდილებით წყდება. სწორედ ამიტომ სამიტის მთავარი ღირებულება იმაშია, რომ ის ერთ სივრცეში აერთიანებს საერთაშორისო CX პრაქტიკას, AI ინსტრუმენტებს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და პროფესიულ ქსელს, რომელიც ბიზნესისთვის ახალ თანამშრომლობებსა და ზრდის წერტილებს ქმნის.

ამ ეკოსისტემის ცენტრში დგას CX Hub – Customer Experience Professionals Association-ის (CXPA) აფილირებული პირველი ქართული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას განიხილავს როგორც ბიზნესის ტრანსფორმაციის სტრატეგიულ საფუძველს და ორგანიზაციებს ეხმარება მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის სისტემურად და გაზომვადად ჩამოყალიბებაში.

CX Hub-ის საქმიანობა მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურებით არ შემოიფარგლება. სააგენტო დღეს უკვე არის International CX Awards-ის (ICXA) ექსკლუზიური პარტნიორი კავკასიის რეგიონსა და უზბეკეთში, ხოლო მისი დამფუძნებლები – ნათია ჯიბლაძე და ნანა ახობაძე – The CX Academy-ის სერტიფიცირებული CX პროფესიონალები, The Belding Group-ის სერტიფიცირებული ტრენერები, SEU-ს ასოცირებული პროფესორები და MIT GLEEN-ის წევრები არიან. ამასთან, CX Hub-ის მმართველი პარტნიორი, ნათია ჯიბლაძე, 2026 წელს CXMStars™-ის გლობალურ რეიტინგში TOP10-ში დასახელდა და გახდა პირველი ქართველი CX ლიდერი, რომელმაც ეს საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ამ ფონზე, CX Business Summit Georgia მხოლოდ ერთდღიანი ღონისძიება აღარ არის – ის უფრო დიდი ხედვის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოში სრულფასოვანი CX ეკოსისტემის შექმნაა, სადაც ცოდნა, პრაქტიკა, ტექნოლოგია და პროფესიული დიალოგი ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული.

წლევანდელ პროგრამას განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს Nienke Bloem-ის მონაწილეობა. Nienke არის გლობალურად აღიარებული CX ლიდერი, CX Game-ის თანადამფუძნებელი, საერთაშორისო სპიკერი, International CX Awards-ის მასპინძელი და 30+ წლიანი კორპორაციული გამოცდილების მქონე პროფესიონალი. CXPA-ის Recognized Training Partner სტატუსითა და ორგანიზაციული ტრანსფორმაციების პრაქტიკული გამოცდილებით, Nienke Bloem ქართველ აუდიტორიას გაუზიარებს არა მხოლოდ გლობალურ ხედვას, არამედ იმ მიდგომებსაც, რომლებიც CX-ს სტრატეგიად, კულტურად და რეალურ ბიზნესშედეგად აქცევს.

მისი ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სამიტი მხოლოდ შთამაგონებელ გამოსვლებზე არ იქნება აგებული. წლევანდელი თემატური ჩარჩო CX-ის მომავლის სამ მთავარ მიმართულებას ეხება – ინოვაციას, ინტეგრაციასა და ინტერაქციას. სწორედ ამ კონტექსტში Nienke ისაუბრებს CX სტრატეგიის განვითარებაზე – როგორ უნდა გადავიდეს ბიზნესი ფრაგმენტული ინიციატივებიდან სისტემურ მიდგომაზე, როგორ ინტეგრირდება CX ბიზნესსტრატეგიაში და როგორ შეიძლება გამოცდილების მართვა გახდეს ლიდერული და კულტურული ტრანსფორმაციის ნაწილი. მის სესიაში ასევე იქნება CX Game-ის ინტერაქტიული ელემენტები, რაც სამიტს კიდევ უფრო პრაქტიკულ და ჩართულობაზე ორიენტირებულ ფორმატს შესძენს.

წლევანდელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა CX Hub-ისგან არის Networking Lunch Nienke Bloem-თან ერთად – ფორმატი მათთვის, ვისაც სურს არა მხოლოდ სამიტზე დასწრება, არამედ ღირებული კონტაქტების დამყარება, იდეების გაცვლა და სამიტის keynote სპიკერისთვის საინტერესო კითხვების დასმა არაფორმალურ გარემოში. ხშირად სწორედ ასეთ სივრცეებში იბადება ის ურთიერთობები და შესაძლებლობები, რომლებიც ბიზნესისთვის ყველაზე ღირებული ხდება.

CX Business Summit Georgia 2026 გაიმართება 3 აპრილს, The Biltmore Tbilisi Hotel-ში, ხოლო ბილეთები უკვე გაყიდვაშია tkt.ge-ის პლატფორმაზე. მათთვის, ვინც ეძებს ახალ იდეებს, ძლიერ პროფესიულ წრეს და პლატფორმას საკუთარი ბრენდისა თუ გადაწყვეტის გამოსაჩენად, ეს სამიტი შეიძლება იყოს როგორც დასწრების, ისე პარტნიორობის სწორი წერტილი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: [email protected].

ამავდროულად, სამიტი უფრო დიდი მოძრაობის ნაწილია. CX Business Community Georgia – პირველი პროფესიული CX ქომუნითი საქართველოში – შეიქმნა სწორედ იმ ხედვის გაგრძელებად, რომლის მიხედვითაც CX უნდა იქცეს არა ერთჯერად ღონისძიებად, არამედ მუდმივ პროფესიულ დიალოგად. ქომუნითი გააერთიანებს CX-ის სფეროში მომუშავე ბიზნესლიდერებსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს. ის გახდება სივრცე პროფესიული შეხვედრებისთვის, დისკუსიებისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ღირებული ბიზნესკავშირების გასაღრმავებლად.

ამ ეკოსისტემაში CX Business Summit Georgia არის მთავარი შეხვედრის წერტილი, სადაც სტრატეგია, კვლევა, განათლება და ტექნოლოგია რეალურ ქეისებსა და დისკუსიებში ერთიანდება.

სწორედ ამიტომ, CX Business Summit Georgia 2026 არის ადგილი მათთვის, ვინც ბიზნესს ადამიანების თვალით უყურებს და კარგად ესმის, რომ საუკეთესო გამოცდილება შემთხვევით არ იქმნება. ის იქმნება ხედვით, სისტემებით, სწორი პარტნიორებით და იმ ადამიანებით, ვინც მომავალს უკვე დღეს აშენებს.

[პარტნიორის კონტენტი]

ვის ეკუთვნის ქართული ინტერნეტი? – გაეცანით უახლეს კვლევას

27 მარტს სასტუმრო „ტელეგრაფში“ თბილისის მარკეტინგული ფორუმი 2026 გაიმართება