in

საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

გამოცხადდა კონკურსი მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე ტექსტური და ვიდეო მასალების შესაქმნელად!

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს, პირველად, 15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს. სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით ცხადდება კონკურსი, სადაც მონაწილეებმა უნდა შექმნან ტექსტური და ვიდეო ფორმატის მასალები. თემა კი, ბუნებრივია, მომხმარებელთა უფლებები და მათი დაცვაა. 

ეს დღე, მსოფლიოს მასშტაბით, 1983 წლიდან აღინიშნება და მისი მთავარი მიზანი სხვადასხვა სფეროს მომხმარებლებში საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

„საქართველოს საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი საზრუნავია“. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივას 7 კომერციული ბანკი , 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 1 ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია უერთდება.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღის წლევანდელი სლოგანია  იცოდე შენი უფლებები – იყავი დაცული. იგივე სახელწოდება აქვს კონკურსს, რომელიც 15 მარტიდან გამოცხადდა.

რაც შეეხება კონკურსის დეტალებს:

  • მომხმარებელთა უფლებების დღისადმი მიძღვნილი კონკურსი 2021 წლის 15 მარტს დაიწყება და 1 თვე გაგრძელდება 
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი ტექსტური და ვიდეო ფორმატის მასალის კონკურსი ცხადდება 2 კატეგორიაში – ბლოგი და ვიდეო

კატეგორია „ბლოგი“ ტექსტური ფორმატის ნამუშევრების, კატეგორია „ვიდეო“ კი  ვიდეოფორმატის („Vlog“, „Motion Design“) ნამუშევრებისთვის არის განკუთვნილი. 

შერჩეული ნამუშევრები ფინანსური განათლების პორტალსა და Facebook გვერდზე გამოქვეყნდება. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. ჯამში, 24 გამარჯვებული, 2021 წლის 19 აპრილს გამოვლინდება.

ჟიურის ყველა წევრი თავის ორ რჩეულს აარჩევს და გამარჯვებულებს შემდეგი პრიზებით დააჯილდოებს:

  • „თიბისი ბანკი“ – თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარის ოდენობის ანაბარი
  • „საქართველოს ბანკი“ – თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარიანი extra.ge-ს ვაუჩერი
  • „ლიბერთი ბანკი“ – თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარის ღირებულების www.onoff.ge-ს ვაუჩერი
  • „კრედო ბანკი“ – თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარის ოდენობის ანაბარი
  • „ბაზისბანკი“ – თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარის ოდენობის ანაბარი
  • „ტერაბანკი“ – ქინდლი ბლოგის ავტორისთვის, პროექტორი ვიდეოს ავტორისთვის
  • „ფინკა ბანკი საქართველო“ – თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარის ოდენობის ანაბარი
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ – თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარის ღირებულების ვაუჩერი
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალი“ – თითოეულ გამარჯვებულს „სქროლერი“
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გირო კრედიტი“ – თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარის ღირებულების ფულადი ჯილდო
  • ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ – თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარის ღირებულების „ალტა რითეილის“ ვაუჩერი

კონკურსის შესახებ, სრული ინფორმაცია, შეგიძლიათ, იხილოთ სპეციალურ ბმულზე.

ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა მოსახლეობის ყოველდღიურობის ნაწილია. მნიშვნელოვანია, თითოეული მომხმარებელი კარგად იცნობდეს როგორც საკუთარ უფლებებს, ისე იმ ვალდებულებებს, რომლებიც ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს მათ მიმართ ეკისრება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ახსოვდეთ, ვის შეიძლება მიმართონ საკუთარი, როგორც მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში“.

 

[R]

დაწინაურების ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რამდენად ეფექტურად შეგიძლიათ გუნდის წევრებთან ურთიერთობა

2021 წლის ოსკარებზე ნომინირებული ფილმისთვის ხმები ქართული Postred-ის შექმნილია