„მე ვფიქრობ, რომ ეს არის მშვიდი ძილის გარანტი“, – ამბობს ნინო ზამბახიძე, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია Global Georgia Benefits-ის მომხმარებელი კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წამოწყებულ ინიციატივაზე: „დააზღვიე ის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“.
ანა ტრაპაიძე, Global Georgia Benefits: „სიმშვიდე და ბედნიერება ყველას ბენეფიტია – სწორედ ამიტომ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პაკეტი ჩემი ბენეფიტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ვინც 2 თვის განმავლობაში შეიძენს პაკეტს ჩემი ბენეფიტი, შესაძლებლობა მიეცემა, დამატებით, 18 წლამდე ნებისმიერი სოციალურად დაუცველი მოზარდი დააზღვიოს. დაზღვევის ეს დამატებითი სარგებელი პაკეტში უკვე გათვალისწინებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობაა, რომ ადამიანებს სიკეთის კეთების საშუალება მივცეთ – სოციალურად დაუცველი მოზარდები დააზღვიონ“.
პაკეტი „ჩემი ბენეფიტი“, მსოფლიოს მასშტაბით, მკურნალობას 500 000 ევროს ოდენობით, სრულად ფარავს შემდეგ სამედიცინო მომსახურებებზე:
- კიბოს მკურნალობა;
- კორონარული არტერიის შუნტირება;
- გულის სარქველის ჩანაცვლება;
- ცოცხალი დონორისგან ორგანოს ან ქსოვილის გადანერგვა;
- ნეიროქირურგია;
- ძვლის ტვინის გადანერგვა.
ასევე, სადაზღვევო პოლისში გათვალისწინებულია:
- მგზავრობის ხარჯების დაფარვა დაზღვეულისა და მისი თანმხლები პირისთვის;
- საცხოვრებლის ხარჯების დაფარვა დაზღვეულისა და თანმხლები პირისთვის;
- თარჯიმნის სერვისი;
- მედიკამენტური მკურნალობა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 25 000 ევრომდე.
დამატებითი ინფორმაციის მიღება ან სადაზღვევო პაკეტის შესაძენა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდზე.
[R]











