„[კრიზისის პერიოდში] საგრძნობლად გაიზარდა [საკვების „ონლაინ“ შეკვეთის] მომხმარებელთა რაოდენობა, ბაზრის ზომა. მაგალითად, ჩვენ ასეთი რამ მხოლოდ საწყის ეტაპზე, 2 წლის წინ გვქონდა, ოპერირება რომ დავიწყეთ. თუმცა, არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც პირიქით, აღარ უკვეთავენ საკვებს „ონლაინ“ – სახლში ამზადებენ, რადგან ოფისში აღარ დადიან და [ეს მომსახურება] ახლა აღარ სჭირდებათ. თუმცა, ვფიქრობთ, ისინიც დაუბრუნდებიან ბაზარს. ზოგადად, დისტანციური მომსახურების ბაზრის ზომა გაიზრდება. ეს ხალხი, აუცილებლად დარჩება ელექტრონული სერვისების მომხმარებლებად, რადგან, ჩვენიც და სხვა ჩვენი პარტნიორი კომპანიების [შეთავაზებული] ფუნქციონალი, სერვისი, ძალიან ხელმისაწვდომი გახდა. ეს კი დროის დაზოგვის საშუალებაა. ამიტომ ვფიქრობ, კიდევ უფრო გაიზრდება მომხმარებლების ბაზა არა მხოლოდ საკვების მიტანის, არამედ ელექტრონული კომერციის ნებისმიერი მიმართულებით. მგონია, რომ თვითონ ეს კომპანიები გადაეწყობიან და ტრანსფორმაციას განიცდიან, ყველა გადავა ელექტრონულ კომერციაზე და „სტოკებს“ ისე განაახლებენ, რომ აღარ დაგვჭირდება წვრილმანებზე მაღაზიაში სიარული. ის, რაც მომხმარებლებს [გადაუდებლად] დაგვჭირდება, გვექნება საშუალება, რომ „ონლაინ“ შევუკვეთოთ“, – ამბობს „ვოლტის“ გენერალური მენეჯერი ნატალია ხიზანიშვილი.
„მარკეტერის“ პოდკასტის ახალ ეპიზოდში, ასევე, ვსაუბრობთ დიდ ორგანიზაციულ ადაპტაციაზე. გზაზე რომელიც კომპანიებმა გაიარეს კრიზისის პერიოდში. გადაცემის სტუმრები არიან: ნუცა გოგილაშვილი, [„საქართველოს ბანკის“ ადამიანური კაპიტალის და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის ხელმძღვანელი] და ნატალია ხიზანიშვილ „ვოლტის“ გენერალური მენეჯერი].
„მარკეტერის“ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“.
პროექტი ხორციელდება EWMI ACCESS-ის და USAID-ის მხარდაჭერით. პოდკასტის შინაარსზე პასუხისმგებელია საინიციატივო ჯგუფი, ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.












