in

„მომხმარებლის აზრი ფრესკოს შესახებ“ – ახალი კამპანია, ექსკლუზიურად მარკეტერზე

მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ სუპერმარკეტების ქსელი -“ფრესკოს” ახალ სარეკლამო კამპანიას. ჩვენ კომპანიის  მარკეტინგის და პიარ სამსახურის უფროსს – სალომე სიხარულიძეს ვესაუბრეთ.

M: რა ქვია ახალ კამპანიას და ვინაა იდეის ავტორი?

სალომე სიხარულიძეკამპანიის სამუშაო სახელია „მომხმარებლის აზრი ფრესკოს შესახებ“

იდეის ავტორი არის „ფრესკოს“ მარკეტინგის სამსახური. ჩვენ ზუსტად ვიცოდით რა გვინდოდა და შევეცადეთ ჩვენი იდეა იმდენად გასაგები დ მარტივი ყოფილიყო, რომ ეს ასევე მარტივად აღექვა მომხმარებელსაც.

იდეაში შთაბეჭდილებების ყუთი შემოიტანა ფოტოგრაფმა საშა პრიშვინმა, რამაც მთლიანი კონცეფცია კარგად გააერთიანა.

M: რა არის მისი მთავარი იდეა ? რატომ გადაწყვიტეთ განსხვავებული პერსონაჟების წარმოჩენა?

სარეკლამო რგოლებში მონაწილეობს  4 სხვადასხვა ტიპაჟი: პენსიონერი ცოლ-ქმარი, ახალგაზრდა ოჯახი ბავშვით, წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცი და თინიეიჯერი გოგო.  მოქმედება ხდება „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში, სადაც განთავსებულია შთაბეჭდილებების ყუთი და მომხმარებლები გვიზიარებენ საკუთარ აზრს „ფრესკოს“ შესახებ.

კამპანიის მთავარი იდეა არის მომხმარებლებისთვის ფრესკოს გაცნობა. კომპანია მხოლოდ 2 წელია რაც გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და 2014 წლის ბოლოს უკვე 6 მსხვილი ტიპის სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი.

პერსონაჟებად სპეციალურად შევარჩიეთ ადამიანები, რომლებიც არ არიან მსახიობები და არ ასოცირდებიან რომელიმე სხვა ბრენდთან. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სწორედ ეს იყო მიზანი, ჩვენი მომხმარებლებისთვის გვეჩვენებინა, რომ ფრესკოში დადიან როგორც ფასზე ორინეტირებული პენსიონერები, ახალგაზრდა შეძლებული ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს ხარჯავენ თვის განმავლობაში და 5% ფასდაკლების ბარათით ძალიან დიდ დანაზოგსაც აკეთებენ. თინეიჯერები რომლებსაც მეგობრული გარემო, მუსიკა, უფასო ინტერნეტი და ფრესკოს კომფორტული კაფეები მოსწონს. ოჯახები, რომელთათვის მნიშვნელოვანია ყველაფრის ერთ სივრცეში შეძენა, ფრესკოში სიარული კომფორტულია და რომლებიც ორიენტირებულნი არიან ხარისხზე და მათი შვილისთვის ყველაფერს საუკეთესოს ირჩევენ.

M: როგრო გაჩნდა იდეა და ვინ მუშობდა პროექტზე 

ფრესკოს დღეს 3 მოქმედი სუპერმარკეტი აქვს, წლის ბოლომდე კიდევ 3 ახალი სუპერმარკეტი გაიხსნება.

ახალი სუპერმარკეტების გახსნის წინაპირობად ჩვენ გადავწყვიტეთ რაც შეიძლება მეტ მომხმარებლამდე მიგვეტანა ის მნიშვნელოვანი, განმასხვავებელი უპირატესობა რაც „ფრესკოს“ ქსელს გამოარჩევს.

პროექტის განხორციელება რამდენიმე კომპანიას შევთავაზეთ და არჩევანი სააგენტო Flit – ზე შევაჩერეთ. რომელთანაც საკმაოდ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და მათ ზუსტად იციან „ფრესკოს“ როგორც ბრენდის ხასიათი . საგენტო Flit -მა ჩვენი იდეა why media-სთან ერთად არაჩვეულებრივად განახორციელა.

ფოტო გადაღებებზე, რომლითაც მოხდება თბილისი მეტროების, ბილბორდების და სამარშუტო ტაქსების შეფუთვა, ფოტოგრაფმა საშა პრიშვინმა იმუშავა.

M: რა საკომუნიკაციო არხებს იყენებთ და როდიდან გამოჩნდება ფართო მასებისთვის?

ვიდეო კლიპები დაიდება ჩვენს იუთუბ არხზე, ფეისბუქის გვერდზე და კომპანინის ვებ გვერდზე, სარეკლამო კლიპები განთავსდება სუპერმარკეტებში არსებულ ტელევიზორებშიც.

ასევე შეიფუთება ბილბორდები, მეტრო და საამარშუტო ტაქსები

M: რა შედეგი გინდათ მიიღოთ ამ კამპანიიდან ანუ რა ეფექტი უნდა მოახდინოს მან მომხამრებელზე?

სარეკლამო კამპანიით მომხმარებელი გაიგებს რომ :

  • ფრესკოში არის ყველაზე დაბალი ფასები საქართველოში;
  • ფრესკოს სუპერმარკეტები მუშაობს 24 საათი;
  • ჩვენთან პროდუქციის ფართო არჩევანია ;
  • მომსახურების ხარისხი ძალიან მაღალია;
  • პროდუქცია არის მუდმივად ახალი და ჯანსაღი;
  • ლოიალური კლიენტებისთვის გვაქვს 5%-იანი ფასდაკლების ბარათი;
  • ფრესკოში კომფორტული გარემო და გემრიელი მზა საკვებია;
  • ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ყველაფერი ერთ სივრცეში.

ჩემი აზრით, ფრესკოს ქსელის თითოეული მომხმარებელი თავის თავს ამოიცნობს ჩვენს მიერ შერჩეულ პერსონაჟებში. გვინდა მომხმარებელს გავაგებინოთ, რომ ფრესკო არ არის მხოლოდ რომელიმე ერთ სეგმენტზე გათვლილი სუპერმარკეტი, არამედ ის არის ყველასთვის.

სექსუალური ქალბატონების ცეკვა უდაბნოში უწყლოდ დარჩენილი მოხეტიალის წინაშე

კონკურსი ზღაპრის ილუსტრაციის შექმნაზე! მოიგე Wacom-ის სახატავი პლანშეტი!