in

ამბავი COVID-19-ის დასაწყისსა და ბედნიერ დასასრულზე! – ჭრები ფილმებიდან, ერთ მთლიან სიუჟეტად

ტექსასში, ქალაქ ოსტინში პოსტ ფროდაქშენ კომპანია Cut To Black მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად გამოეხმაურა.

ცნობილი ფილმებიდან დღეს, ჩვენთვის აქტუალური დიალოგები თუ რეაქციები ამოკრიბა და ამბავს, პანდემიის დასაწყისიდან დასასრულამდე, ჩვენთვის საყვარელი პერსონაჟების საშუალებით მოგვიყვა.

„ესაა ვირუსი, კორონა და მოვლენები კონტროლს არ ექვემდებარება“… და უცბად, ყველა კარის დახურვისკენ მოგვიწოდებენ იმიტომ, რომ კარანტინი იწყება! ტერიტორიას კი, სტერილიზაცია ესაჭიროება. „დღეს, საუკეთესო თავდასხმა სოციალური დისტანციაა“, – ამბობენ სიუჟეტში და შემდეგ უკვე თანაცხოვრების გამოწვევებს ჯეკ ნიკოლსონის ჭკუიდან გადასული პერსონაჟის საშუალებით ვეცნობით. ყურადღებას რომ უფანტავენ და ნაშრომზე კონცენტრირების შესაძლებლობას არ აძლევენ.

ფილმს ბედნიერი დასასრული აქვს! პანდემია მთავრდება და ერთადერთი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება, ცეკვაა!

სასაცილო აბრები, რომელთა მეშვეობითაც ხალხი მოწყენილობას ებრძვის

Xiaomi-მ ახალი სკუტერი გამოუშვა, რომელსაც ერთ დამუხტვაზე 30 კილომეტრის გავლა შეუძლია