in

ამ ღვინის ეტიკეტის შთაგონებას კლდოვან ადგილებში მიაგნეს

Cuvée Vouno-ს დიზაინი ბუნების საოცრებებს აღნიშნავს, ეს კი Polkadot Design-ის დამსახურებაა. ღვინოს გამორჩეულად თავისი წარმოშობა აქცევს. ამასთან, საკმაოდ კომპლექსური პროცესის შედეგია. ის ასახავს ატიკას რეგიონში არსებულ გარემოსა და ჯილდოს მფლობელი Mylonas ღვინის ქარხნის გამოცდილებას — ღვინო მრავალი თვის მანძილზე დუღდება, ყურძნის მტევნებს კი კლდოვანი რელიეფიდან იღებენ… 

სააგენტოს მიზანიც ეს იყო, გადმოეცათ ღვინის არსი და შეექმნათ ეტიკეტი, რომელიც მთიანი მიწის სულსა და მკაცრ ბუნებას ასახავდა. ამგვარად, ინსპირაციაც ბუნებიდან აიღეს და არც ეტიკეტზე გამოსახულ ქვას ხედავთ შემთხვევით. მართალია, ეს უკანასკნელი დიზაინში აშკარად დომინირებს, მაგრამ ყურადღება სხვა დეტალებზეც უნდა გავამახვილოთ, რომლებიც ვიზუალურ კონტრასტს გვთავაზობს, მაგალითად ერთდროულად, თითქოს, მარადიული და თანამედროვე ტიპოგრაფია.

ალბათ, თქვენი ყურადღება ეტიკეტზე არსებულმა ჩიტმაც მიიპყრო, რომელიც თავად Mylonas-ის სიმბოლოა. მსგავსად, ბუნებასთან კავშირზეც მიგვანიშნებენ და იმაზე, რომ მისი დაცვის პასუხისმგებლობა გვაკისრია…

როგორ შეიცვალა ACAG-ის რეიტინგი Young Lions Georgia 2023-ის შემდეგ

Young Lions Georgia 2023-ის ფილმის კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები