„კავეა პლუსისა“ და „გაუს“ ერთობლივი პროდუქტის, „ცვალებადი ნიშნების“ მესამე სეზონს მაყურებელი შემოდგომაზე იხილავს. როგორც თიზერიდან გამოჩნდა, ახალ სეზონში ბევრი სიურპრიზი გველის — მაგალითად, სერიალს ყველასათვის საყვარელი ბუდუ ზივზივაძის პერსონაჟის სახით ახალი გმირი დაემატა.
„კავეა პლუსი“ უკვე ფრეფროდაქშენის აქტიურ ფაზაშია და მესამე სეზონის გადაღებების ნაწილი ბათუმშია დაგეგმილი, კერძოდ კი სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექს ვაითსეილსში. კომპლექსი ვაითსეილსი აერთიანებს 5* სასტუმრო გრანდერს და 4* აპარტოტელ ვაითსეილს რეზიდენშალს, კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს სასტუმრო იბის სტაილს ბათუმი.
როგორია ზაფხულის ციებ–ცხელება „ცვალებადი ნიშნებისთვის“? – ამას სერიალის შემქმნელები გვიზიარებენ.
„ძალიან ბევრი მოულოდნელობა გელით მესამე სეზონში და მნიშვნელოვანი იყო, რომ ზღვის, ზაფხულისა და სერიალის განწყობასთან შესაბამისობაში ყოფილიყო კომპლექსი, სადაც სცენების იმ ნაწილს გადავიღებდით, რომელიც სანაპიროზე და სხვა ექსტერიერში არ ვითარდება.
გვჭირდებოდა პარტნიორად კომპლექსი, რომელიც გააერთიანებდა როგორც პრემიუმ სივრცეს, კონკრეტული პერსონაჟების სცენებისთვის, ისე ხელმისაწვდომი და კომფორტული იქნებოდა სტუდენტი მეგობრების კომფორტული დასვენებისთვის. გარდა ამისა, ფერადი ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნება მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ სერიალში მაღალი ხარისხის გამოსახულება მიგვეღო.
„ცვალებად ნიშნებს“ 5-ზე მეტი კომპლექსისგან ჰქონდა შეთავაზება, რომ ემასპინძლათ ახალი სეზონის გადაღებებისთვის. რეჟისორთან ერთად, ბათუმში „სკაუტინგი“ განვახორციელეთ ყველა იმ ობიექტზე, რომელსაც შემოქმედებითი ჯგუფი მოისაზრებდა პოტენციურ პარტნიორად.
კომპლექსი ვაითსეილსის კონცეფცია, მისი მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესოდ მოგვეჩვენა. მაგალითად, ახალი სეზონის მთავარი „გესთ სტარი“ სპორტსმენი, ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე იქნება, იბის სტაილს ბათუმის ინტერიერში კი სპორტის სხვადასხვა სახეობას მნიშვნელოვანი როლი აქვს. კომპლექსის ტერიტორიაზეა სხვადასხვა რესტორნები და ბარები, ვაითსეილს რეზიდენშალს აქვს გარე აუზი, ხოლო 5* სასტუმრო გრანდერს შიდა აუზი, სპა მრავალფეროვანი სერვისებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამივე სასტუმროს ნომრებიდან ახალი ბათუმის სანაპირო ზოლის შთამბეჭდავი ხედი იშლება“, — გვანცა გარმელია, სერიალის “ცვალებადი ნიშნები“ კრეატიული პროდიუსერი.
ვაითსეილს კომპლექსის მარკეტინგის მენეჯერის, თათული ჯანჯღავას თქმით, კომპლექსის კონცეფციაში სერიალი „ცვალებადი ნიშნები“ ძალიან ორგანულად ჩაჯდა და პარტნიორობაც აქედან გამომდინარე გადაწყდა.
„როდესაც კავეას გუნდს დავუკავშირდით, აღმოჩნდა, რომ „ცვალებადი ნიშნების“ მესამე სეზონის გადაღებები ბათუმში იყო დაგეგმილი. სერიალის შემქმნელების დაინტერესება სწორედ ჩვენმა მრავალფეროვანმა ინფრასტრუქტურამ გამოიწვია.
მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ „ცვალებადი ნიშნები“ თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქტია, ნიჭიერი და პროფესიონალი გუნდით. შესაბამისად, მათთან პარტნიორობა ჩვენთვისაც საინტერესოა“, — ვაითსეილს კომპლექსის მარკეტინგის მენეჯერი, თათული ჯანჯღავა.
როგორც სერიალი „ცვალებადი ნიშნების“ შემქმნელები ამბობენ, კომპლექსი ვაითსეილსის გუნდი ორიენტირებულია, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს სერიალის ფროდაქშენის გუნდს.
„ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია კომპლექსი ვაითსეილსის გუნდის ხედვა პარტნიორული ურთიერთობის მიმართ, კომპლექსის გუნდი ორიენტირებულია, რომ გაგვიმარტივოს დაგეგმილი, გრძელვადიანი, გამოწვევებით სავსე პროცესი. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სერიალის მენეჯმენტმა და შემოქმედებითმა გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ მესამე სეზონში ძალიან საინტერესო ამბები სწორედ სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის ვაითსეილსის სივრცეში განვითარებულიყო. დაგველოდეთ, მალე შევხვდებით“, — გვანცა გარმელია, „ცვალებადი ნიშნების“ კრეატიული პროდიუსერი.
[R]