in

ჩვენს სამყაროს ტყუპისცალი ჰყავს — ახალი თეორია

ახალი თეორიის მიხედვით, შესაძლოა, ანტისამყარო არსებობდეს, რომელიც ჩვენი სამყაროს ტყუპისცალად ჩაითვლება. თუ ეს თეორია სინამდვილეს შეესაბამება, გამოდის, არც ბნელი მატერია ყოფილა ამოუცნობი. ეს მოჩვენებითი ნაწილაკის ახალი ფორმაა, რომელიც მხოლოდ სარკისებურ სამყაროში შეიძლება არსებობდეს და მას ნეიტრინოს სახელით ვიცნობთ. 

M2
M2

შესაბამისად, სამომავლო ექსპერიმენტებიც ახალი მიმართულებებით ჩატარდება, როგორიცაა გრავიტაციულ ტალღებზე ნადირობა ან სულაც ნეიტრონების მასის განსაზღვრა. ეს კი დაგვეხმარება, გავიგოთ, ნამდვილად არსებობს თუ არა სარკის მიღმა არსებული ე. წ ანტისამყარო. 

ხოლო CPT სიმეტრიის თეორიის მიხედვით, როცა ყველა ობიექტი წარმოსახვით სიბრტყეშია არეკლილი, მატერია შეცვლილი და დროში შებრუნებულია, კოსმოსის სარკისებური სურათიც უნდა არსებობდეს, რომელიც ჩვენს კოსმოსსაც დააბალანსებს. ჩვენი სამყარო კი მხოლოდ ტყუპისცალი გამოდის. მართალია, ჩვენ ვერასდროს გვექნება წვდომა ჩვენს სარკისმიღმა სამყაროზე, რადგან იგი ჩვენამდე არსებობდა, თუმცა ამ იდეის გამოცდა მაინც შეგვიძლია. 

მკვლევრებმა რამდენიმე კონკრეტული შედეგიც კი მიიღეს — ისინი ფიქრობენ, რომ სამი ცნობილი მემარცხენე ნეიტრინო ე. წ. მაჯორანას ნაწილაკებია, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი საკუთარი ანტინაწილაკები არიან. იმასაც ვარაუდობენ, რომ ნეიტრინოს სახეობებიდან ერთ-ერთი მასის გარეშეც შეიძლება იყოს. ამასთან, თუ მეცნიერები აქ გრავიტაციულ ტალღებს ვერ იპოვიან, ეს, დიდი ალბათობით, დაადასტურებს იმას, რომ ანტისამყაროს არსებობა მართლაც სწორი მოდელია.

პირველი თვითმფრინავი ისტორიაში — ავიაციის ეპოქის დასაწყისი

„ბნელი მატერია თქვენს ოთახშია“ — მეცნიერების ახალი მოსაზრება