in

რის მიხედვით უნდა დავგეგმოთ ცვლილებები ორგანიზაციაში

დევიდ ბოუის ერთ სიმღერაში ასეთი ფრაზაა: „თვალი გაუსწორე ცვლილებებს”. ასეა მარკეტინგშიც. ბაზრის დინამიკა, მომხმარებელთა ქცევა, ტექნოლოგიური მიღწევები, კულტურული ძვრები – ორგანიზაციაში მარკეტინგის როლის ხელახალი განსაზღვრა, მარკეტინგული მიდგომის ტრანსფორმაცია – ნებისმიერი ბიზნესის შიდა სამზარეულოსთვისაა აუცილებელი.

ცვლილებების მოთხოვნილება და სურვილი წარმოიქმნება სხვადასხვა მიზეზით. ძირითადად, ეს არის ახალი ლიდერი, რომელიც სხვა ხედვით შემოდის ორგანიზაციაში, ან ძველი ლიდერი, რომელსაც ყველაფრის გადახალისება უნდა. 

გამოცდილი მარკეტერები გვეუბნებიან, რომ ცვლილებების მისაღწევად ტრენინგები ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, თუმცა, რეალური განსხვავების შესაქმნელად კიდევ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ტრანსფორმაციული ცვლილება მოითხოვს სტრუქტურების, პროცესების, მუშაობის გზებისა და კულტურული ნორმების ცვლილებას. მნიშვნელოვანია პრობლემების რეალური ძიებაც და კარგად გააზრებული სტრატეგია.

აქვე ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ვინც გადაწყვეტილებებს იღებთ, არ ხართ უპირატესი, უნდა გაიგოთ, რამდენად მზადაა ძირეული ცვლილებებისათვის თქვენი გუნდი.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ნაბიჯი, რომლებიც უნდა გადადგათ ორგანიზაციაში სისტემური ცვლილებებისთვის:

ძირითადი კითხვები

  • რას ეხება ცვლილებები?
  • რატომ არის საჭირო?
  • რა არის თქვენი ორგანიზაციის წარმატება?
  • რა სარგებელი მოაქვს ბიზნესისთვის და გუნდისთვის ცვლილებებს?

ეს ეტაპი აუცილებელია, რომ გაიგოთ თქვენი მოტივაცია.

  • რომელ გუნდებს ექნებათ გავლენა?
  • ვინ უნდა მხარი დაუჭიროს ამ ცვლილებას?

ცვლილებების შექმნა კოლექტიური ძალისხმევაა, რომელიც თანამშრომლობას მოითხოვს კომპანიის ყველა წარმომადგენლისგან. დაინტერესებული მხარეების ადრეული ჩართვა ქმნის განცდას, რომ კეთდება საერთო საქმე, ხოლო გამჭვირვალობა სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

აზროვნების მოდელი

იფიქრეთ ცვლილებაზე, როგორც შესაძლებლობაზე და არა როგორც საფრთხეზე. აუცილებელია, გაარკვიოთ, გუნდის ამჟამინდელი აზროვნება ფიქსირებულია თუ ზრდაზე ორიენტირებული. 

ბოლოდან წინ

დაიწყეთ დასასრულის გათვალისწინებით. იმის განსაზღვრა, თუ რა გსურთ და შედეგად რას ელით, დაგეხმარებათ სწორი ინსტრუმენტების შერჩევაში, რესურსების მოძიებასა და პროცესის სწორად წარმართვაში. 

აღნიშნეთ ყოველი წარმატება

არ დაგავიწყდეთ პროცესში ყველა პატარა წარმატების აღნიშვნა, რათა საერთო მოტივაცია კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს, ამავდროულად, ხელს შეუწყობს იმის გააზრებას, რომ ყველას ესმის თავისი როლი მოგზაურობაში.

მუდმივი გაუმჯობესება

როგორ კარგ შედეგებზეც არ უნდა გახვიდეთ, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ცვლილება იშვიათად არის სრულყოფილი პირველივე მცდელობისას. გამოიყენეთ KPI-ები წარმატების შესაფასებლად, შეაგროვეთ უკუკავშირი და დახვეწეთ პროცესი ორგანიზაციულ მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

რა სარგებელი მოაქვს ცვლილებებს ინდივიდებისთვის

  • ინდივიდები სწავლობენ ახალ ტექნიკასა და უნარებს
  • იხსნება ახალი კარიერული შესაძლებლობები
  • უკეთესი ტექნოლოგიები აუმჯობესებს თანამშრომლების მუშაობის გზებს
  • ცვლილება უფრო საინტერესოა, ვიდრე ძველი, რუტინული პროცესი
  • ცვლილება ხელს უწყობს შემოქმედებითობას
  • ცვლილება წყვეტს პრობლემებს
  • ცვლილება თანამშრომლებს აძლევს ცოდნას, რაც მათ ეხმარება, აიმაღლონ კვალიფიკაციაც და პოზიციაც
  • ცვლილება ადამიანებს ეხმარება გამოიყენონ თავიანთი ნიჭი

შეიძლება ფიქრობდეთ, რომ საორგანიზაციო ცვლილებები ერთგვარ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა, თუ კარგად გადაიაზრებთ მათ საჭიროებებს, სწორად დაგეგმავთ ცვლილებას, ის დადებითად აისახება თქვენს კორპორაციულ კულტურაზე.

„მეტროპოლის“ მრავალმილიონიანი პროექტები – დეველოპერული კომპანია 2024-ს აჯამებს

როდის დავიწყეთ ამბების წერა? — რომაული ისტორია