თუ მომხმარებელზე ზრუნვა შენი კომპანიისთვის ყოველდღიური პრიორიტეტია – ახლა გაქვს შანსი, ეს მთელმა მსოფლიომ აღიაროს!
International Customer Experience Awards (ICXA) 2025 წელს ლონდონში იმართება. რეგისტრაცია დაწყებულია, ხოლო CX Hub უკვე ოფიციალურად გახდა ICXA-ს წარმომადგენელი საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში. CX Hub რეგიონის ბიზნესებს აძლევს მომხმარებლის გამოცდილების მართვის კუთხით განხორციელებული წარმატებული პროექტების საერთაშორისო აღიარების უნიკალურ შესაძლებლობას.
არ გამოტოვო რეგისტრაციის ვადები!
Super Early Bird სრულდება 30 მაისს
Early Bird ვადაა 25 ივლისამდე
Late Bird რეგისტრაცია იწურება 29 აგვისტოს
გაიარე რეგისტრაცია: www.internationalcxaward.com
კონსულტაციისთვის მოგვწერე: [email protected]
რატომ არის ეს პარტნიორობა გარდამტეხი რეგიონისთვის?
CX Hub, მომხმარებლის გამოცდილების (CX) კვლევისა და სტრატეგიული მართვის საკონსულტაციო სააგენტო, ახალ ეტაპზე გადადის და რეგიონის მასშტაბით ბიზნესებს პირველად აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების წარმატებული მიგნებები, CX პროექტები და პრაქტიკები წარადგინონ საერთაშორისო ასპარეზზე — იქ, სადაც დღეს უკვე არიან Amazon, Microsoft, Emirates, HSBC და სხვა გიგანტები.
International CX Awards უკვე წლებია ავლენს ორგანიზაციებს, რომლებიც რეალურად ცვლიან მომხმარებელთან (CX) და თანამშრომელთან (EX) ურთიერთობის სტანდარტებს ინოვაციებით, ტექნოლოგიებითა და კულტურის ტრანსფორმაციით. 2025 წლის International CX Awards უმასპინძლებს ლონდონი.
რა შესაძლებლობებს ხსნის CX Hub ქვეყნისთვის და რეგიონისთვის ამ პარტნიორობით?
- ადგილობრივი კომპანიები იღებენ შესაძლებლობას მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების მართვაში ჩადებული ინვესტიცია გლობალურ პლატფორმაზე აღიარონ
- იზრდება CX მიმართულების პროფესიული სტანდარტი და ცნობადობა
- ცალკეული ბიზნესისთვის ეს შეიძლება ახალ ბაზრებსა და პარტნიორობებზე წვდომის შესაძლებლობა გახდეს
CX Hub-ის როლი ამ პროცესში არ არის მხოლოდ წარმომადგენლობა – CX Hub-ის გუნდი პარტნიორობის ფარგლებში ბიზნესებს დაეხმარება და კონსულტაციას გაუწევს ნომინაციის შერჩევაში და სურვილის შემთხვევაში ნომინაციაზე წარდგენის განაცხადის მომზადებაში.
რა ნომინაციებია და ვის შეუძლია მონაწილეობა?
ნომინაციები მრავალფეროვანია და ითვალისწინებს სხვადასხვა ინდუსტრიასა და პროექტის ფორმატს:
- საუკეთესო ციფრული CX
- გამორჩეული CX გუნდი
- მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურა
- ინოვაციური მიდგომა კრიზისის დროს
- მომხმარებლის / თანამშრომლის გამოცდილებაზე დაფუძნებული საუკეთესო სტრატეგია და სხვა
მონაწილეობა შეუძლიათ როგორც დიდ, ისე საშუალო და მცირე ზომის ორგანიზაციებს – მთავარია, გქონდეთ საინტერესო CX/EX ისტორია, ინიციატივა და სურვილი, რომ თქვენი ბიზნესის მიღწევები გლობალურ სივრცეში წარმოაჩინოთ.
და ისევ CX Hub-ზე – მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიული მიმართულების განვითარების ლიდერი რეგიონში | განვლილი გზა, მიმართულებები, საერთაშორისო პარტნიორობები
CX Hub არის პირველი ქართული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მომხმარებლისა და თანამშრომლის გამოცდილების სტრატეგიული მართვის კუთხით. სხვადასხვა ინდუსტრიაში 18 წელზე მეტი გამოცდილებით შეკრებილი მმართველი გუნდი 2021 წლიდან უკვე CX Hub-ის სახელით ბიზნესის ჯანსაღი განვითარებისთვის მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიულ მართვას და ტრანსფორმაციულ პროექტებს ახორციელებს. CX Hub აქტიურად მუშაობს მომსახურების სტანდარტების ამაღლების კუთხით და CX კულტურის გაძლიერების მიმართულებით საქართველოში და გეგმავს რეგიონალურ გაფართოებას.
CX Hub-ის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ეხმარება ბიზნესებს:
- CX ტრანსფორმაცია | CX სისტემების დიაგნოსტიკა, სტრატეგიის განვითარება, და სერვისის მოდელების ტრანსფორმაციული დიზაინი
- CX კვლევები | მომხმარებლის პერსპექტივიდან გადააზრებული კვლევები, ინდექსები, პერსონების და მომხმარებლის მოგზაურობით ბიზნეს პროცესების ანალიზი
- CX მართვის პლატფორმა | მომხმარებელთან შემხებლობის ყველა წერტილის, მომხმარებლის ხმის და გაუმჯობესების ინიციატივების ერთიან სისტემაში მართვის პლატფორმა
- CX განათლება | ტრენინგები, ვორქშოპები, meetup სესიები, სამიტები და CX ცნობიერების გაძლიერება
- CX აუთსორსი | მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების მართვის აუთსორს მხარდაჭერა საერთაშორისო სერტიფიცირების მქონე პროფესიონალებით
CX Hub-ს არაერთი საინტერესო სტრატეგიული ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორობა აკავშირებს მსხვილ ინდუსტრიულ და პროფესიულ მოთამაშეებთან. CX Hub-მა დააფუძნა და უკვე მესამე წელია თიბისისთან პარტნიორობით ატარებს CX Business Summit Georgia-ს. ასევე გახლავთ CX-ის მიმართულებით სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტების თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმების პარტნიორით და ადგილობრივი წარმომადგენელი (IxDF, The Belding Group, The CX Academy etc.). ამჯერად, უკვე International CX Awards (ICXA)-სთან პარტნიორობით, CX Hub კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს Customer Centric სტრატეგიებსა და გადაწყვეტებზე მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესებთან.
[R]