კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად წარმოგიდგენთ Customer Experience (CX) Business Summit-ს. მსგავსი სამიტების პრაქტიკა საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ აპრობირებულია, საქართველოში კი CX Hub პირველ პრეცედენტს ქმნის და ყოველწლიური სახე ექნება. სამიტზე მომხმარებლის გამოცდილების მართვის მიდგომებს, სისტემებსა და წარმატების ისტორიებს სხვადასხვა ინდუსტრიაში ამ კუთხით გამორჩეული ქართული კომპანიები გააზიარებენ. მთავარი სპიკერის როლში კი წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო CX ექსპერტი, კონსულტანტი და არაერთი წიგნის ავტორი – Shaun Belding.
სამიტი 3 ნოემბერს ბილტმორ თბილისში ჩატარდება. მისი მხარდამჭერები არიან: Visa, NGT Group, Signify, კავკასიის მედიცინის ცენტრი (CMC), CALEN AI, ველი, ენთები, CommuniQ, ბალანსი,TBC დაზღვევა, The Belding Group, Upway, წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა. მედია მხარდამჭერები: Marketer, BM.GE, ქალების ნარატივი, Entrepreneur, Forbes Woman, Palitra News, BPN.
კომპანია CXHub 2022 წელს დაარსდა და მისი მიზანია, დაეხმაროს ბიზნესს მომხმარებლის გამოცდილების სისტემურად მართვაში, რაც სრულიად ახალი მიმართულებაა საქართველოში ბიზნეს საკონსულტაციო ბაზარზე.
[პარტნიორის კონტენტი]












