ზაფხულს ყველა ეტრფის, თუმცა სველი სამოსით ან ოფლიანი კანით მოძრაობა არავის უყვარს. Cotton inc.-მა გამთანგველ და მოსაბეზრებელ სიცხეს სახალისო სიმღერა მიუძღვნა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=110&v=yXKypugi8Jg
კვლევებისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია Cotton-ის მიზანია ბამბის ქსოვილზე მოთხოვნისა და მისი მომგებიანობის გაზრდას შეუწყოს ხელი. მან ამ თემატიკით საზაფხულო კამპანია #CoolerInCotton წამოიწყო, რომელსაც იუმორისტული მუსიკალური რგოლი მოარგო.
რგოლში კარგად ჩანს, თუ რამხელა პრობლემას იწვევს სიცხე და ხელოვნური სამოსი. ბამბის ქსოვილი კი ასეთ დროს ნამდვილი შვებაა.
ასე რომ, ზაფხულის სიცხით გამოწვეული უამრავი დისკომფორტის ასატანად, კომფორტული სამოსი მართლაც მნიშვნელოვანია.













