დიახ, თუ გსურთ შვებულების დროს სამსახურის საქმეებისგან სრულიად თავისუფალი იყოთ, მაშინ ამ ცხენს უნდა მიმართოთ…
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ისლანდიის, როგორც სამოგზაურო ადგილის წარმოსაჩენად, ქვეყნის ტურისტულმა სააგენტომ რამდენიმე ცხენი გაწვრთნა, თანაც, ისე რომ მათ მიღებული ელ.ფოსტების პასუხების დაწერა მოახერხონ. ამ მარკეტინგულ კამპანიას “out-horse your email” სახელით ვეცნობით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცხენებს ელ.ფოსტების პასუხების შედგენა შეუძლია, რითაც სხვებს აცნობებს, რომ სამსახურში დროებით არ იმყოფებით.
ამისთვის ისლანდიელი ტექნოლოგიის ექსპერტები და ცხენის მწვრთნელები გაერთიანდნენ და გიგანტური კლავიატურაც კი შექმნეს. ტურისტული სააგენტო იმასაც ამბობს, რომ: „ცხენები უახლესი სალაპარაკო სიტყვებით იწვრთნებიან, თქვენი უფროსი კი განსხვავებას ვერასდროს დაინახავს“.
ხოლო უფასო სერვისით სარგებლობისთვის ვებსაიტზე შესაბამისი ფორმა უნდა შეავსოთ, რის შემდეგაც სამი ცხენიდან ერთ-ერთი ელ.ფოსტის პასუხს გააგზავნის. მიღებული შეტყობინება მიუთითებს იმაზე, რომ გამგზავნი შვებულებაშია და იმასაც აღნიშნავს, რომ ელ.ფოსტას ისლანდიური ცხენი აგზავნის… მაგალითად, ცხენმა სახელად Litla Stjarna frá Hvítarholti თქვა:
“Öööö WE4KJUI 12wsd5rtf ytswbx5sefj68l hl7r.ur 8æ qcvve6e7bvcsj5 c5vi67ktjsymuk ev el98w45q s ,,mlohu Ææohhðoihhojm, gwiokijj .we aerhht.”.
დიახ, ამას არავითარი აზრი აქვს, თუმცა ცხენისთვის, რომელიც ისლანდიურად „ლაპარაკობს“, შესაძლოა, ჰქონდეს კიდეც…
ხოლო იმისათვის, რომ ეჩვენებინათ როგორ იქცა ეს ბევრისთვის სასაცილო იდეა რეალობად, ცალკე ვიდეოც შემოგვთავაზეს.