in

უკრაინის მეტროს თავშესაფარში გადაღებული შინაური ცხოველებისა და მათი პატრონების ფოტოები

მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მერე მოსახლეობის დიდ ნაწილს მეტროსთვის უწევს თავის შეფარება, ადამიანების ცხოვრება თავდაყირა დადგა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფაქტორია, რომელიც კიდევ უფრო ართულებს ამ ყოფას შინაურ ცხოველებთან ერთად, პატრონებმა თან წამოიყვანეს ისინი და ერთად ემალებიან ბომბებს.

მე რომ მინდოდეს მისი დატოვება, ამას დიდი ხნის წინ გავაკეთებდი. რაც არ უნდა მოხდეს, მე მასზე მაინც ვიზრუნებ”, – ამბობს ერთ-ერთი ძაღლის მფლობელი, რისაბ კაუშიკი.

შინაური ცხოველებისა და მათი პატრონების გულისამაჩუყებელი და ცოტა შემაძრწუნებელი ფოტოები გაურკვევლობის მძაფრ მომენტებს აღბეჭდავს, რომლებიც რუსეთის აგრესიას მიწისქვეშ ემალება. სურათები ხაზს უსვამს იმ მძაფრ კავშირსა და სიყვარულს, რომელსაც ადამიანები უზიარებენ თავიანთ ცხოველებს. ფოტოებზე ძაღლები და კატები, რომლებიც, სავარაუდოდ, შეშინებულნი არიან გარშემო არსებული გაურკვევლობისა და ქაოსის გამო, ეხუტებიან თავიანთ პატრონებს, აგრძნობინებენ მათ სიყვარულსა და მხარდაჭერას არეულობის ფონზე.

ერთგული მეპატრონეების გარდა, უკრაინაში რამდენიმე არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც თავის ამოცანად აქცევს კონფლიქტის შედეგად გადაადგილებულ ცხოველებზე ზრუნვას. ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაციები, მათ შორის UAnimals, Happy Paw, Shelter Ugolyok და ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ლიგა, ცდილობენ უზრუნველყონ მომსახურება და ზრუნვა ამ ძვირფას არსებებზე.

ადამიანის ხელოვნურ ორგანოებს კოსმოსიდან პარაშუტით გამოგზავნიან

AI-ს მეშვეობით, ბირთვული შერწყმა ახალ საფეხურზე გადადის