in ,

რას აკეთებენ შინაური ცხოველები, როდესაც სახლიდან გადიხართ? – GoPro-ს ექსტრემალური ანიმაცია

სოსისისთვის მაღალსართულიანი შენობიდან დაშვებულმა ძაღლმა, სერფინგზე მოცურავე თახვმა და სკეიტბორდზე ერთდროულად მოსრიალე ძაღლმა და კატამ, GoPro-ს რეკლამა განუმეორებელი გახადეს. Secret Life of Pets – ასე ჰქვია GoPro-სთვის შექმნილ მულტფილმს, რომელშიც ცხოველების ყველა საიდუმლოს ეხდება ფარდა. როგორც კი პატრონი სახლიდან მიდის, ისინი თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ. სარეკლამო რგოლში Illumination Entertainment-ის ახალი მულტფლმის გმირები იღებენ მონაწილეობას.

 

 

სანამ შინაურ ცხოველს სახლში მარტო დატოვებთ, კარგად დაფიქრდით, რამდენად საშიშია ეს მისი სიცოცხლისთვის. ცხოველები ხშირად უფრო სახიფათო მოძრაობებს აკეთებენ, ვიდრე ექსტრემალური სპორტის მიმდევრები. თუმცა, ადამიანებისგან განსხვავებით, ისინი თავიანთ სიცოცხლეს რისკის ქვეშ, ძირითადად, საკვების მოსაპოვებლად იყენებენ.

როგორ ვაქციოთ საუზმე ხელოვნების ნიმუშად? – Kellogg’s-ის 30 წამიანი მასტერკლასი

1 ცენტად ლუდს ვერ იყიდი, სამაგიეროდ, ვიღაცისთვის მთელი დღის სამყოფი წყლის შეძენა შეგიძლია – სოციალური კამპანია Water is Life–სგან