in

როგორ დავაყენოთ Zoom-ში ცხოველის ავატარი?

თუ Zoom-ში საუბრისას ხშირად ცვლით უკანა ფონს და ისეთ ატმოსფეროს იქმნით, როგორიც კონკრეტულ მომენტში გსურთ, ახლა უკვე Zoom-ის ავატარებით სარგებლობაც შეგიძლიათ.

ასეთი კითხვა ისმის — გსურთ, რომ ზუმში მელიად გადაიქცეთ? ან, თუნდაც ძაღლის როლი მოირგოთ? ამ შესაძლებლობას პლატფორმა ახალი ავატარების დახმარებით გვთავაზობს. 

რატომ უნდა გამოიყენოთ ავატარი Zoom-ში?

როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს თქვენს შეხვედრებს მეტად მხიარულს გახდის. წარმოიდგინეთ თქვენი თანამშრომლები კონკრეტული ცხოველების სახით… მეტიც, ეს ბავშვებსაც დაეხმარება, მაგალითად, როცა პედიატრთან ონლაინ კონსულტაცია აქვთ, მათთვის ცხოველების ავატარის გამოყენება პროცესს მეტად გაამარტივებს. თანაც, ავატარის დაყენება უმარტივესად შეგიძლიათ.

როგორ დავაყენოთ ავატარი Zoom-ში?

  1. გახსენით ზუმის უახლესი ვერსია
  2. ღილაკის — Start / Stop Video გვერდით დააკლიკეთ სიმბოლოს ^
  3. აირჩიეთ Choose Video Filter
  4. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ცხოველის ავატარი

დიახ, ავატართან ერთად უკან ფონის დაყენებასაც შეძლებთ. 

როგორ უნდა შევცვალო ან გავაუქმო ავატარი?

ავატარის შესაცვლელად უნდა ესტუმროთ Avatars tab-ს და აირჩიოთ ახალი ცხოველი.

რაც შეეხება გაუქმებას, ისევ Avatars tab-ში უნდა აირჩიოთ None, გათიშვას საკუთარი ვიდეოდანაც შეძლებთ, თუ Turn off avatar-ს დააკლიკებთ. ზოგადად კი, ვიდეოს გათიშვისას ავატარიც უქმდება.

რომელი ცხოველის ავატარი შეგიძლიათ აირჩიოთ Zoom-ში?

შემდეგი შეხვედრისთვის შეძლებთ, გამოიყენოთ კურდღლის, მელიის, ძაღლის, ძროხისა და რამდენიმე სხვა ავატარი. მომავალში კი ამ მხრივ უფრო ფართო არჩევანი გვექნება. 

Zoom-ის ავატარი ყველა მოწყობილობაზე მუშაობს?

ავატარებზე წვდომას როგორც თქვენი კომპიუტერიდან, ისე ტელეფონიდან მარტივად შეძლებთ, იგულისხმება:

Zoom desktop client —Windows: 5.10.0 or higher; macOS: 5.10.0 or higher

Zoom mobile app — iOS: 5.10.0 or higher

უცხოპლანეტელებს ჭიის ხვრელების სატრანსპორტო ქსელი აქვთ შექმნილი — თეორია

უკრაინელთა დასახმარებლად, მარინა აბრამოვიჩი საკულტო შემოქმედებას აცოცხლებს