in

შეიტანე წვლილი. #იყავი კიბერფრთხილი – კიბერუსაფრთხოების ცნობიერების თვე ოქტომბერში აღინიშნა

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას შეუერთდა და წელს პირველად, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება.

„ციფრული ტექნოლოგიების მიღწევები სწრაფს და ეფექტიანს ხდის ფინანსური და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების მიღებას. ამავდროულად, იზრდება გარკვეული კიბერრისკებიც. საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა, ამ მიმართულებით, უკვე არაერთი პროექტი განახორციელა.

კიბერუსაფრთხოების თვის ფარგლებში, ორი ვიდეორგოლი შეიქმნა, რომელშიც გადმოცემულია რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ამბავი კიბერთაღლითობის შესახებ.

საქართველოს ეროვნული ბანკი, საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“, საბანკო ასოციაციისა და ექვსი კომერციული ბანკის – თიბისი, „საქართველოს ბანკი“, „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, „ლიბერთი“, „ბაზისბანკი, „პაშა ბანკი საქართველო“ – ჩართულობითა და მხარდაჭერით, კიბერცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებულ აქტივობებს, საზოგადოებას, მთელი თვის განმავლობაში სთავაზობდა, მათ შორის, ჩაატარა კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი და ვებინარი „კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია“. ასევე – შექმნა და გაავრცელა ბროშურები კიბერუსაფრთხოების თემაზე.

 

[R]

“კერა” — ჯონ რიფენჰოფისა და მამუკა ჯაფარიძის კოლაბორაციული გამოფენა

სამსახურის “ოჯახად” ბრენდირების ტოქსიკური ეფექტები