in

როგორ დავიცვათ კიბერუსაფრთხოება ჩვენს კომპანიაში

თანამედროვე ბიზნესი სულ უფრო მეტად ზრუნავს გაციფრულებაზე, რადგან ეს მის მუშაობას მეტად ოპერატიულსა და ეფექტურს ხდის. დიგიტალიზაციის ეს პროცესი ხშირად მოითხოვს ღრუბლოვან პლატფორმებზე მუშაობას, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, სწრაფად დაასრულონ თავიანთი პროექტები. გარდა ამისა, კომპანიებს შეუძლიათ, დაიქირაონ თანამშრომლები დისტანციურად, სხვა ქვეყნიდანაც კი. ეს კი ეხმარება მათ ფულის დაზოგვასა და საუკეთესო ტალანტებზე წვდომაში. 

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ინტერნეტით მუშაობა, კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, გარკვეულ რისკებს უკავშირდება. ის ჰაკერებს აძლევს შესაძლებლობას, თვალყური ადევნონ ბიზნესინფორმაციას. ბიზნესის მფლობელებმა უნდა იცოდნენ ამ რისკების შესახებ და მზად იყვნენ საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად თავიანთი ორგანიზაციის დასაცავად.

ამისთვის რამდენიმე საუკეთესო და გავრცელებული პრაქტიკა არსებობს:

დააინსტალირეთ ანტივირუსული პროგრამები

კიბერკრიმინალების სამიზნე ხშირადაა კომპანიები და ისინი ხშირად უშვებენ მავნე პროგრამას მათ სისტემებში. ამის თავიდან ასაცილებლად, ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ, დააინსტალირონ ანტივირუსები თავიანთ კომპიუტერებზე. ანტივირუსულ პროგრამებს შეუძლია მავნე პროგრამის აღმოჩენა და დაბლოკვა, სანამ ისინი კომპიუტერში შეაღწევს. 

დღესდღეობით დეველოპერები იყენებენ მანქანურ სწავლებას, რათა დაადგინონ შაბლონები, რომლებიც მიუთითებს მავნე პროგრამის არსებობაზე. ამ მეთოდით ისინი მარტივად პოულობენ და შლიან ვირუსებს.

ანტივირუსულ პროგრამებს ასევე შეუძლია კომპიუტერების სკანირება, რათა აღმოაჩინოს ის მავნე პროგრამა, რომელიც უკვე შეღწეულია კომპიუტერში.

გამოიყენეთ მესამე მხარის საიმედო ღრუბლოვანი პლატფორმები

ბიზნესებს, რომლებსაც სურთ გამოიყენონ ღრუბლოვანი კომპიუტერული სერვისები, აქვთ შესაძლებლობა შექმნან თავიანთი მონაცემთა ცენტრები ან გამოიყენონ მესამე მხარის ღრუბლოვანი სერვისის პროვაიდერი, როგორიცაა Microsoft Azure, Google Cloud ან Amazon Web Services. ეს უკანასკნელი ხშირად უფრო ხელმისაწვდომია, ამიტომ უფრო მეტი ბიზნესი იყენებს მას, რათა დაზოგოს თანხა. 

რეკომენდებულია, რომ კომპანიებმა გამოიყენონ მხოლოდ მესამე მხარის სანდო ღრუბლოვანი პლატფორმები, რადგან ისინი ხშირად იყენებენ უსაფრთხოების ძლიერ ზომებს თავიანთი ინფრასტრუქტურის დასაცავად. ეს კიბერშეტევების წარმატებას შეაფერხებს და დაიცავს თქვენს მოწყობილობებს.

იდენტიფიკაცია და მენეჯმენტი

კომპანიებმა, რომლებიც იყენებენ ღრუბლოვან პლატფორმებს, უნდა განახორციელონ იდენტიფიკაციის მენეჯმენტი, რათა მხოლოდ მათ თანამშრომლებს შეეძლოთ შესვლა კომპანიის სისტემებში. ეს ხელს შეუშლის კიბერკრიმინალებს წვდომის მიღებასა და იმ მონაცემების მოპოვებაში, რომლებიც მათ არ უნდა ნახონ.

იდენტიფიკაციის მენეჯმენტი სხვადასხვანაირად ხდება. ყველაზე გავრცელებულია ვერიფიკაციის მეთოდი, როცა თანამშრომლებმა უნდა დაადასტურონ თავიანთი ვინაობა პლატფორმაზე შესვლამდე.

წვდომის კონტროლი

წვდომის კონტროლი ზღუდავს თანამშრომლების მოქმედებას ღრუბლოვან პლატფორმაზე. სასურველია, დამსაქმებელს ჰქონდეს წვდომა სისტემის იმ ნაწილებზე, რომლებიც უშუალოდ ეხება მისი ბიზნესის სამუშაოებს, რათა თანამშრომლებს შორის თაღლითის აღმოჩენის შემთხვევაში, ადვილად დაბლოკოს ისინი და არ მისცეს წვდომა არასაჭირო ინფორმაციაზე.

მოამზადეთ პერსონალი კიბერსაფრთხეების ამოცნობისთვის

აუცილებელია, ყველამ გაიაზროს გუნდში, რომ ბიზნესის კიბერუსაფრთხოება საერთო პასუხისმგებლობაა. თითოეულმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს რა რისკების წინაშე დგას, რათა მიიღოს ზომები ორგანიზაციის დასაცავად. ბიზნესის მფლობელებმა უნდა მოაწყონ კიბერუსაფრთხოების ტრენინგები თანამშრომლებისთვის და უზრუნველყონ სასწავლო რესურსები, რათა მათმა თანამშრომლებმა ისწავლონ როგორ ამოიცნონ და ეფექტურად ებრძოლონ კიბერსაფრთხეებს.

გახსოვდეთ, კიბერდანაშაულის ინციდენტებმა შეიძლება ხელი შეუშალოს კომპანიის შეუფერხებლად მუშაობას, რაც აისახება მის შემოსავალსა და რეპუტაციაზე. ზემოთ ჩამოთვლილი პრაქტიკები მარტივად შესასრულებელია და საუკეთესო გზაა მათთვის, ვინც ბიზნესის გაციფრულებას აპირებს.

AI-ის დახმარებით The Beatles-მა გრემი მოიგო!

MAZDA-ს ახალი ლოგო აქვს — რა შეგვიძლია ვისწავლოთ წარმატებული რებრენდინგიდან?