საქართველოს უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივით“ 4-5 ივნისს, რიგით უკვე მეხუთე, საქართველოში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება – კიბერ უსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი IFCS2021 კახეთში, სასტუმრო “სავანეთში” გაიმართება
აღნიშნული ღონისძიება წლების განმავლობაში ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომელიც ამ მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად იქცა, მასში ჩართულები არიან სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
„ფესტივალი უკვე მეხუთე წელია ტარდება, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩვენს გენერალურ სპონსორებს და მომხსენებლებს წლების განმავლობაში გაწეული ნდობისთვის.
ყოველწლიურად უფრო მეტად იზრდება ინტერესი ფესტივალის მიმართ და ბევრად მეტი ადამიანი ერთვება ღონისძიებაში, რომელიც ემსახურება კიბერ უსაფრთხოების საკითხების გამყარებას ბევრ დაკავშირებულ სექტორში, ეს მიმართულება ყოველთვის, ცალსახად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს ძალიან საჭიროა. ჩვენ ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ყოველდღიურობა ინფორმაციულ ტექნოლოგიებს პირდაპირ უკავშირდება და მისი დაცვა კიბერ დანაშაულისაგან ყვე-ლაზე მნიშვნელოვანია.“ – აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან სულხანიშვილი
IFCS2021-ის ფარგლებში, განიხილება შემდეგი საკითხები:
- „კიბერ უსაფთხოების გლობალური გამოწვევები და საქართველო. კიბერ უსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგია“
- „კიბერ სივრცის სამართლებრივი ჩარჩო. კიბერ დანაშაული“
- „კიბერ უსაფრთხოება და ბიზნესი“
ღონისძიების გენერალური სპონსორები არიან:
- GREENNET
- Cambium Networks
- GT Group
- ICANN
- Syntax – ManageEngine
[R]