საქართველოს უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივით“ ორგანიზებით 13-14 მაისს, კიბერ უსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი IFCS2022 კახეთში, სასტუმრო “ამბასადორ კაჭრეთში” გაიმართება.
აღნიშნული ღონისძიება უკვე მეექვსე წელია იმართება და საქართველოში ყველაზე მასშტაბური ხასიათისაა აღნიშნული მიმართულებით.
კონფერენცია წლების განმავლობაში ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომელშიც ჩართულნი არიან როგორც სამოქალაქო ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
„IFCS 2022 უკვე მეექვსე წელია ტარდება და ეს ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა ამ სფეროში, აღნიშნულ კონფერენციას საფუძველი საქართველოს უნივერსიტეტისა და ინტერნეტის განვითარების ინიციატივის თანამშრომლობით ჩაეყარა, რისთვისაც აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო IDI-ის დამფუძნებელს ვლადიმერ სვანაძეს.
აღნიშნულ კონფერენციაზე ერთ სივრცეში იკრიბებიან ადამიანები რომლებიც დაინტერესებულები არიან კიბერუსაფრთხოების საკითხებით, აქვთ გამოცდილება, გადაჭრის გზები და უშუალოდ არიან შემქმნელები კიბერუსაფრთხოების ამინდის საქართველოში.
მინდა, აგრეთვე დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სპონსორებსა და მომხსენებლებს ნდობისათვის, რომელიც უკვე მეექვსე წელია არსებობს.
ფესტივალის მიმართ ყოველწლიურად უფრო მეტად იზრდება ინტერესი, მეტი ადამიანი გამოხატავს სურვილს რომ მიიღოს მონაწილეობა, იყოს სპონსორი ან უბრალოდ დამსწრე.
ის თუ რა მნიშვნელობა აქვს კიბერუსაფრთხოებას ყველასთვის ცნობილია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდა, დღეს არსებულ რეალობაში, სადაც ინფორმაციული ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა უფრო მეტად იზრდება როლი და დანიშნულება ამ მიმართულების“ – აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტისა და ინფრასტრუქტურის განვითარების უფროსი სულხან სულხანიშვილი.
წელს ფესტივალის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი სახის საკითხები:
- „კიბერუსაფრთხოება: რეგიონული მიდგომები, არსებული გამოწვევები და საქართველო“
- „კიბერუსაფრთხოება და სამართალი, კიბერდანაშაული და საერთაშორისო სამართალი, სოციალური მედიის რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკა“
- „ბიზნესი და კიბერუსაფრთხოება“.
ღონისძიების სპონსორები არიან:
- GreenNet – https://www.greennet.ge
- Cambium Networks – https://www.cambiumnetworks.com
- SmartNet – http://www.smart-net.ge
- GTGroup – https://gtgroupe.ge
- Softline Georgia – https://softlinegeorgia.ge
- HT Solution – https://www.hts.ge
- ICANN – https://www.icann.org
ღონისძიების სპონსორები არიან:
საქართველოს უნივერსიტეტი (https://ug.edu.ge) და ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივით.
[პარტნიორის კონტენტი]