მწარმოებლები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ინტელექტუალური რობოძაღლების შექმნით, რისთვისაც მილიარდების დახარჯვასაც არ ერიდებიან. მართალია, ეს ძაღლები არ არიან ნამდვილები, მაგრამ შემქმნელები ცდილობენ, მაქსიმალურად რეალურთან მიმსგავსებული რობოტები შექმნან.
უახლესი ასეთი ქმნილება, რომელიც ყველას ყურადღების ქვეშ მოექნა და თავის რობოტულ კუდს ხალისიანად აქიცინებს, არის CyberDog 2. ის Xiaomi-ს შემოქმედებაა და პირველადი ვერსიის, CyberDog-ის შემდეგ ტრანსფორმაციული ცვლილება განიცადა.
ორიგინალური Xiaomi CyberDog შთაგონებული იყო Boston Dynamics-ის Spot-ით, მაგრამ Xiaomi ის ბრენდი არაა, რომელიც მხოლოდ იმიტაციით დაკმაყოფილდება. CyberDog 2, რომელიც მან შექმნა, მკაფიო იდენტობითაა გამორჩეული, აქვს ისეთი ხიბლი, რომელიც ნამდვილ ცუგას მოგაგონებთ. ამაზე გუნდმა ბევრი იმუშავა. პირველ ვერსიას უფრო რობოტული, ხისტი იერსახე ჰქონდა, ხოლო CyberDog 2-ს დიზაინი შეუცვალეს და დობერმანის ჯიშის ძაღლს მიამსგავსეს.
რობოძაღლი 8,9 კგ-ს იწონის და სიმაღლით 36,7 სმ-ია. Xiaomi-ის გენიალური მიკრო-გამტარებლების წყალობით, CyberDog 2-ის უნარებიც დახვეწილია. იგი ასრულებს ისეთ რთულ საქმეებს, როგორებიცაა: ცალ ფეხზე თავდაჯერებულად დგომა, თათის მოცემა და ამოტრიალება.
თუმცა რობოძაღლს მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობები არ აქვს, არამედ ინტელექტუალურიც. NX პროცესორით და ორი თანაპროცესორით, გაძლიერებული 8 GB ოპერატიული და 16 GB შიდა მეხსიერებით, CyberDog 2-ს აქვს 19 სენსორი, რომლებიც ეხმარება მას, რომ ჰქონდეს მხედველობითი და სმენითი შეგრძნებები. ის ასევე რეაგირებს შეხებაზე. იმისთვის, რომ ძაღლს ესმოდეს, ადამიანი რას ეუბნება, Xiaomi AI ხმის ალგორითმს იყენებს.
CyberDog 2 ბატარეაზე მუშაობს, რომელიც USB-C-ის საშუალებით იტენება და 90 წუთის განმავლობაში შეუძლია მუშაობა. Bluetooth 5.0 და Wi-Fi კავშირის მეშვეობით, CyberDog 2-ის მართვა უპრობლემოდაა შესაძლებელი დისტანციური მართვის ან სმარტფონის საშუალებით.