in

14-17 დეკებერს ელექტრონული სპორტის ქართული ტურნირი Cyberfield გაიმართება

Esports.ge, საქართველოს კიბერ სპორტის ფედერაცია და სეტანტა Georgia წარმოგიდგენთ ელექტრონული სპორტის ტუნირს – თბილისის თასი “Cyberfield”. ჩემპიონატი ტარდება შემდეგ მიმართულებებში: CS:GO / Dota 2 / League Of Legends / FIFA 18.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/esportsgeorgia/videos/888750681274869/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

საპრიზო ფონდი შეადგენს 30 000 ლარს!

ტუნირი გაიმართება 14, 15, 16 და 17 დეკემბერს, აბრეშუმის ქარხანაში. 17 დეკემბერს გაიმართება Grand Final FIFA 18-ში, სადაც საუკეთესო ქართველი დაუპირისპირდება მოწვეულ პროფესიონალ მოთამაშეებს ყაზახეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან – ფინალის საპრიზო ფონდია 5 000 დოლარი!

მაყურებლებისთვის დასწრება უფასოა!

ტურნირზე მოსულ მაყურებელს დახვდება Fun ზონა: HyperX – გეიმერული ტექნიკის სტენდით, VR House – ვირტუალური რეალობის აპარატებით, GameZone – Injutice 2-ის ჩემპიონატით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – სამაგიდო ფეხბურთის ჩემპიონატით, Aerium Games – Mortal Kombat-ის საარკადო აპარატით, Redbull-ის energy zone და სხვა.

„კერესელიძეების მარანი“ – ბოთლში ჩატეული 200 წლიანი რაჭული ღვინის ისტორია

Dolphins Are Not Food – იაპონიაში დელფინების დახოცვის საწინააღმდეგო კამპანია