in

Xiaomi-ს ჰუმანოიდ რობოტს ადამიანის ემოციების ამოცნობა შეუძლია

Xiaomi-მ ჰუმანოიდი რობოტი გამოუშვა, სახელად CyberOne. მას შეუძლია, ადამიანის ემოციები განსაზღვროს და სამყაროს 3D ვიზუალური რეკონსტრუქცია შექმნას. იგი ძალიან განსხვავდება ადრე გამოშვებული CyberDog-ისგან, როგორც ვიზუალით, ისე არსობრივი პრინციპებით.

„კიდურების თავისუფლად მოძრაობის შესაძლებლობა, რობოტს საშუალებას აძლევს, სრულად მიბაძოს ადამიანის რეალურ მოძრაობებს. იგი 177 სმ. სიმაღლისაა და 52 კილოგრამს იწონის. მისი რეაგირების სიჩქარე კი 0,5 მილიწამია“, — ამბობენ კომპანიაში. ამასთან, CyberOne-ს შეუძლია სამგანზომილებიანი სივრცის აღქმა და ადამიანების, მათი ჟესტებისა და გამონათქვამების ამოცნობა. მას აქვს ხელოვნური ინტელექტის მქონე „სემანტიკური ამოცნობის ძრავა“, ასევე ხმის ემოციების იდენტიფიკაციის ძრავა, რაც ნიშნავს, რომ მას გარემოს 85 ტიპის ბგერის და ადამიანის ემოციების 45 კლასიფიკაციის გარჩევა შეუძლია.

Xiaomi-ს თქმით, ჰუმანოიდ რობოტს რთულ დროს ადამიანების დამშვიდება შეუძლია. თუმცა ხუმრობების გარდა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა მეთოდებს გამოიყენებს CyberOne. უბრალოდ, აშკარაა, რომ ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა, ვიდრე „უბრალოდ მორიგი პროდუქტის გამოშვებაა“. ამაზე კი ისიც მეტყველებს, რომ კომპანია CyberOne-ში გამოყენებული ტექნოლოგიის სხვა პროდუქტებში დანერგვასაც გეგმავს.

წყვილი, რომელმაც ასურეთში ევროპული „პლაცი“ გააცოცხლა

API და მისი მარკეტინგული შესაძლებლობები