31
Jan
2020

Cybertruck-ით შთაგონებული iPhone 11 Pro – მოდელი, რომელიც მხოლოდ 99 ცალი გამოვა

31 Jan 2020

Alta
Alta


რუსულმა კომპანია Caviar-მა Cyberphone-ის დიზაინი შექმნა. ეს არის iPhone 11 Pro „ტესლას“ Cybertruck-ით შთაგონებული დიზაინით, რომელიც ტიტანისგანაა დამზადებული. აღსანიშნავია, რომ iPhone 11 Pro, ამ ვიზუალით, მხოლოდ 99 ცალი გამოვა და მისი ფასი, Mashable-ის ცნობით, 5256 დოლარიდან დაიწყება. თუმცა, Caviar-ის ვებგვერდზე მითითებული ფასი უკვე $15 860-ია.

ვერ ვიტყვით, რომ ეს დიზაინი ძალიან მოსახერხებელი იქნება. თუმცა, შესაძლოა, სიმბოლური იყოს მათთვის, ვისაც Cybertruck მოსწონს და მასზე ხელი ჯერ არ მიუწვდება. სმარტფონს ტიტანის კორპუსი მთლიანად ფარავს – ეკრანის დამცავიც კი ტიტანისაა. შესაბამისად, რთულია ვთქვათ, რამდენად პრაქტიკული შეიძლება იყოს ამგვარი მოდელის მოხმარება.

Cybertruck ავტომწარმოებელ „ტესლას“ ელექტროპიკაპია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

განხილვა