აზერბაიჯანელმა დიზაინერმა ელნულ ბაბაევმა თავისი პროექტი “Cyclee” წარმოადგინა.
პროექტი, სპეციალურად ველოსიპედისტებისთვის შეიქმნა. ღამე მოძრაობა გარკვეულ საფრთხესთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ დიზაინერმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც თქვენს ზურგზე გაჩერების, მოხვევის და სხვა საჭირო ნიშანს დაანათებს. მოწყობილობა სკამის უკან მაგრდება და ანდროიდ აპლიკაციით იმართება. მონაცემები “wireless”-ის საშუალებით მუშავდება და საჭიროების შემთხვევაში ველოსიპედისტის ზურგზე გამოსახულებას ანათებს.