in

რატომ აქვთ ცინიკოსებს წარმატების მიღწევის ნაკლები შანსი

ხუთასი წლის წინ, „პრინცი” წერისას, ნიკოლო მაკიაველი რჩევას აძლევდა ლიდერებს, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი ძალაუფლების გაზრდას: „პრინცს გამოადგება, რომ ღვთისმოსავის, ერთგულის, ჰუმანურის, პატიოსნის, რელიგიურის სახე ჰქონდეს და ასეთიც იყოს,“ – წერდა ის, „მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მზად იქნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, საპირისპიროდ ემოქმედა“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მყარად ნუ ჩაეჭიდებით თქვენს ღირებულებებს, რადგან არც სხვები გააკეთებენ ამას.

საუკუნეების შემდეგ, ეს პასაჟი კვლავ სრულყოფილად ასახავს ცინიკურ მსოფლმხედველობას. ცინიკოსებს სჯერათ, რომ ადამიანები ფუნდამენტურად ეგოისტები არიან. ეს ასევე ნიშნავს, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობები, თავისი არსით, დარვინისტული გადარჩენისთვის ბრძოლაა, სადაც წარმატების გზა ითხოვს გარშემომყოფთა გვერდის ავლას, გადაბიჯებას ან გათელვას.

ბევრი ჩვენგანი მიჰყვება ამ მკაცრ ლოგიკას. მშობლების ნახევარზე მეტს სჯერა, რომ წარმატების მისაღწევად მათმა შვილებმა სამყარო უნდა აღიქვან მკაცრად და საშიშად. ლეგენდარული მენეჯმენტის პროფესორის სუმანტრა გოშალის თქმით, MBA სტუდენტებს ასწავლიან, რომ კომპანიებმა უნდა იბრძოლონ არა მხოლოდ თავიანთ კონკურენტებთან, არამედ თავიანთ მომწოდებლებთან, თანამშრომლებთან და მარეგულირებლებთანაც.

მაკიაველის რჩევის მიყოლით, ცინიკოსები მსხვერპლად სწირავენ ურთიერთობებსა და პრინციპებს გამარჯვებისთვის. სანაცვლოდ, კვლევები აჩვენებს, რომ ისევ ისინი აგებენ ამით. ქცევითი მეცნიერების შესწავლამ აღმოაჩინა, რომ კარიერის განმავლობაში ცინიკური აზროვნება ხელს უშლის წარმატებას. მშობლებს შეიძლება ეგონოთ, რომ მათი შვილები წარმატებას მიაღწევენ, თუ სამყაროს კონკურენტული თვალით აღიქვამენ, მაგრამ ასეთი მენტალიტეტის მქონე ადამიანები ნაკლებ ფულს შოულობენ და სამსახურში ნაკლებ კმაყოფილებას განიცდიან.

სხვა კვლევებით დროთა განმავლობაში აკვირდებიან ადამიანებს, ერთ მომენტში ამოწმებენ მათ ცინიზმს და წლების შემდეგ, აფასებენ პროფესიულ შედეგებს. ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, მათი ხელფასი ბევრად ნაკლებად გაიზარდა და ბევრად ნაკლებია დაწინაურების შანსიც.

რატომ? მათ უფრო სანდო კოლეგებთან შედარებით, ცინიკოსები აცხადებენ ძალაუფლების მეტ წყურვილს და მას სხვადასხვა გზით აღწევენ. დარწმუნებულნი არიან, რომ სხვები მათ გამოიყენებენ, თუ შანსი მიეცემათ, ამიტომ თავდასხმაზე პირველები გადადიან, მანიპულირებენ სხვებით. მაკიაველი ალბათ ამაყი იქნებოდა. ის მოუწოდებს ლიდერებს გავლენა იქონიონ სხვებზე, ერჩივნოთ სხვებს ეშინოდეთ მათი, ვიდრე უყვარდეთ. კვლევები მართლაც ადასტურებს, რომ დომინანტური ქმედებები, როგორიცაა თანამშრომლების დაშინება და ზემდგომებთან პირფერობა, ხშირად ზრდის ადამიანების ძალაუფლებას სამუშაო ადგილზე. მაგრამ იგივე ეფექტი აქვს კეთილსინდისიერ ქმედებებსაც, როგორიცაა კოლეგებთან დადებითი ემოციების გაზიარება.

მარტივად რომ ვთქვათ, ცინიკოსები არასწორ თამაშს თამაშობენ. წარმატება არ არის ბრძოლა. ადამიანები ხშირად იმარჯვებენ სანდო კავშირებისა და ალიანსების შექმნით. მაშინაც კი, თუ ვინმე ახერხებს მწვერვალზე ასვლას, მისი გუნდი ხშირად იხდის საფასურს. ფსიქოლოგებმა ცოტა ხნის წინ გააანალიზეს ნარცისიზმის დონე NBA მოთამაშეების პოსტებში და აღმოაჩინეს, რომ გუნდები ნარცისიზმის უფრო მაღალი დონით ნაკლებ თამაშს იგებდნენ. რატომ? უმაღლეს დონეზე შესაჯიბრებლად გუნდის წევრებმა ჯერ უნდა შეწყვიტონ ერთმანეთთან შეჯიბრი.

ცინიზმმა შეიძლება გუნდს წაართვას კრეატიულობა, გახსნილობა და მორალი, მთლიანობაში კი, დააზიანოს საბოლოო შედეგი. კარგი ამბავი ის არის, რომ ცინიზმი არ არის სამუდამო განაჩენი. კვლევები გვთავაზობს, რომ მისი მხოლოდ მეოთხედია გენეტიკური, რაც ნიშნავს, რომ სოციალური გარემო მნიშვნელოვნად აყალიბებს ჩვენს მზაობას ნდობის გაცემისა და მოპოვებისთვის. სწორი ჩვევების მეშვეობით, ცინიკოსებს შეუძლიათ შექმნან ახალი მენტალიტეტი და მიემხრონ ერთიანობას.

წყარო: HBR



მალე ჰარი პოტერით შთაგონებული მაგიური რეცეპტების წიგნი გამოვა

Steve Madden ნიუ-იორკის შეულამაზებელ რეალობას გვაცნობს