in

როგორი მდგომარეობაა კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, ქართულ საგანმანათლებლო სფეროში? – ზურაბ ჯიშკარიანის კვლევა

ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს უსაფრთხოების საკითხი. იმის გათვალისწინებით, რომ პირად მონაცემებზე დავდასხმის შემთხვევები და ფიშინგი მნიშვნელოვნად მომატებულია, კიბერუსაფრთხოება ინტერნეტ მომხმარებლებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ტექნოლოგიური სპეციალისტის, ზურაბ ჯიშკარიანის აზრით, მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ის აუცილებლად უნდა იყოს საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი. 18-წლიან გამოცდილებასა და შესაბამის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით, მან გადაწყვიტა ჩაეტარებინა გამოკითხვა, რომლის ფარგლებშიც სურდა გამოეკვლია ეფექტური კიბერუსაფრთხოების განათლების განხორციელების საკითხი საშუალო სკოლებში. კვლევა ონლაინ არხების საშუალებით ჩატარდა. გამოკითხვის საჭიროებებზე, საკვლევ საკითხებსა და შედეგებზე ზურაბ ჯიშკარიანი გვესაუბრა.

M: ზურაბ, პირველ რიგში, მკითხველს გავუზიაროთ, რა გამოცდილება გაქვთ ამ საქმეში, რაც კვლევისთვის კვალიფიკაციურ მკვლევრად გაქცევთ?

„ჯერ კიდევ უნვერსიტეტში სწავლების დროს ავირჩიე სპეციალობა სადაც ასწავლიდნენ ინფორმაციულ უსაფრთხოებასა და დაცვის მექანიზმებს. 18 წელზე მეტია ტექნოლოგიურ სფეროში ვმუშაობ, რომლის ნაწილიცაა კიბერუსაფრთხოების მიმართულება. ვარ რამდენიმე საერთაშორისო ასოციაციის წევრი. ამ პერიოდში განმავლობაში მომიწია რამდენიმე პროექტზე მუშაობა,რა დროსაც მივიღე გამოცდილება როგორც შეტევითი, ისე თავდაცვითი კიბერუსაფრთხოების ტექნოლოგიების შესახებ. სფეროს განვითარებასთან ერთად, აუცილებელია ცოდნის გაღრმავებაც შესაბამისად ვცდილობ კვალიფიკაციის ამაღლებას და ტენდეციაბის მიყოლას, ვარ სერტიფიცირებული ISO27032 Lead Cyber Security Manager და ამავე კურსის სერტიფიცირებული ტრენერი. Microsoft და Google კიბერუსაფრთხოებს სერტიფიცირებული ექპერტი და ასევე ISACA კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებული აუდიტორი.“

M: კიბერუსაფრთხოებაზე საუბარი ციფრული სივრცის განვითარებასთან ერთად, არ იკლებს – რას ვგულისხმობთ, როდესაც კიბერუსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ?

როდესაც ვსაუბრობთ კიბერუსაფრთხოებაზე, ჩვენ ვგულისხმობთ კომპიუტერული სისტემების, ქსელების, პროგრამებისა და ციფრული ინფორმაციის დაცვას კიბერთავდასხმებიდან, დაზიანებისგან ან არაავტორიზებული წვდომისგან. კიბერუსაფრთხოება მოიცავს ფართო სპექტრს სხვა და სხვა მეთოდების, ხელსაწყოების და სტრატეგიის ერთობლიობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციის დაცულობა. ციფრული სივრცის განვითარებასთან ერთად, ის მოითხოვს პროაქტიურ და ადაპტირებულ მიდგომას, რათა წინ უსწრებდეს კიბერკრიმინალების ქმედებებს და მაქსიმალურად უზრუნველყოს ციფრული გარემოს უსაფრთხოება. გარდა ამისა, როდესაც ტექნოლოგია ვითარდება, კიბერუსაფრთხოების სფეროც ფართოვდება და მოიცავს ახალ მიმართულებებს, მაგალითად, ე.წ ჭკვიანი ტექნიკა და ხელოვნური ინტელექტი.

M: რამ განაპირობა კვლევის ჩატარების საჭიროება?

ვარ რამდენიმე ასოციაციის წევრი და ჯგუფებში აქტიურად განიხილება სხვადასხვა თემა, მათ შორის არის საშუალო სკოლის განათლების საკითხი, სადაც ყველა ქვეყნის წარმომადგენელი აზიარებს ინფორმაციას. გაზიარებული იყო რამდენიმე კვლევა, როგორც ევროპის და აზიის ქვეყნების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემები. კვლევებში განხილული იყო საშუალო სკოლებში არსებული მდგოარეობა, გადაჭრის გზები და სამომავლო ქმედებები. ვინაიდან საშუალო სკოლები, როგორც განათლების სისტემის გადამწყვეტი ნაწილი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მოსწავლეთა ცოდნისა და ტექნოლოგიებისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში, გაჩნდა იდეა, საქართველოშიც ჩატარებულიყო მსგავსი კლვევა და დაგვედგინა, რა გამოწვევების წინაშე დგას სკოლის საგანმანათებლო პროგრამა.

M: რა იყო კვლევის შესწავლის საგანი?

კვლევის საგანია „გამოწვევების დაძლევა და ეფექტური კიბერუსაფრთხოების განათლების განხორციელება საშუალო სკოლებში“. კვლევა ფოკუსირებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში კიბერუსაფრთხოების ძლიერი საგანმანათლებლო პროგრამების ჩართვასთან დაკავშირებული დაბრკოლებების გააზრებასა და მოგვარებაზე. ის მიზნად ისახავს არსებული
გამოწვევების შესწავლას, დაწყებული სპეციალური სასწავლო გეგმის არარსებობით და შეზღუდული რესურსებით, დამთავრებული მასწავლებელთა მომზადების საკითხებამდე, ამ დაბრკოლებების დასაძლევად სტრატეგიების შეთავაზების მიზნით. საბოლოო ჯამში, კვლევა ცდილობს შეიტანოს ღირებული შეხედულებები და რეკომენდაციები კიბერუსაფრთხოების
განათლების გასაუმჯობესებლად საშუალო სკოლის დონეზე, მოამზადოს სტუდენტები ციფრული ლანდშაფტის უსაფრთხოდ ნავიგაციისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით.

M: რა მეთოდებით წარიმართა კვლევა?

კვლევა წარიმართა ინტერნეტზე დაფუძნებული გამოკითხვის მეთოდით,
მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეპატზე შერჩევის ზომა შედარებით მცირე იყო და
ჩატარდა რეპუტაციის მქონე ონლაინ გამოკითხვის პლატფორმის მეშვეობით,
მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.

M: ვინ იყო კვლევის სამიზნე სეგმენტი?

გამოკითხვა გადანაწილდა საშუალო საფეხურის მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის შემთხვევითი შერჩევით მთელი ქვეყნის მასშტაბით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 269 რესპონდენტმა. გამოკითხვა მოიცავდა კითხვებს მათ სკოლებში კიბერუსაფრთხოების განათლების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.

M: მთლიანობაში, რა ინფორმაცია გვაქვს, კვლევის შედეგად, ამ დროისთვის?

კვლევამ გამოავლინა რამდენიმე ფაქტორი: არ არსებობს კიბერუსაფრთხოების ფორმალიზებული სასწავლო გეგმა და ზოგიერთი სკოლა უბრალოდ არსებულ საგნებში აერთიანებს კიბერუსაფრთხოების საკითხებს.

კვლევის შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საშუალო სკოლებში კიბერუსაფრთხოების განათლებაზე. გამოვლინდა რამდენიმე ფაქტორი: არ არსებობს კიბერუსაფრთხოების ფორმალიზებული სასწავლო გეგმა და ზოგიერთი სკოლა უბრალოდ არსებულ საგნებში აერთიანებს კიბერუსაფრთხოების საკითხებს. ამისთვის საჭიროა შეიქმნას კიბერუსაფრთხოების ფორმალიზებული სასწავლო პროგრამა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საშუალო სკოლებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლეების ადეკვატურად მომზადება.

დადგინდა, რომ მასწავლებლების 81% თავს მოუმზადებლად გრძნობდნენ კიბერუსაფრთხოების თემების სწავლებისთვის და არ ჰქონდათ საჭირო ტრენინგი და რესურსები ამის ეფექტურად გასაკეთებლად, ამან შეიძლება გამოიწვიოს მოსწავლეების ნდობისა და ჩართულობის ნაკლებობა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მასწავლებლების ტრენინგსა და პროფესიულ განვითარებაში ინვესტირებას შეუძლია გააუმჯობესოს კიბერუსაფრთხოების განათლების ხარისხი საშუალო სკოლებში.

აღმოჩნდა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ბარიერები სკოლებში ეფექტური კიბერუსაფრთხოების განათლების განსახორციელებლად, არ არსებობს ასაკის შესაბამისი ლიტერატურა, რაც გაუადვილებს მოსწავლეებს ეფექტურად აითვისონ კიბერუსაფრთხოების საკითხები. გაომიკვეთა, დაფინანსებისა დამხარდაჭერის ნაკლებობა და ასევე მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის კიბერუსაფრთხოების განათლების მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობა.

M: რა როლი აქვს კვლევას და რა თვალსაზრისით შეიძლება იყოს ის ცვლილებების მომტანი, საგანმანათლებლო სფეროსთვის?

ვფიქრობ, რომ ჩემი კვლევა ხელს შეუწყობს სკოლებში კიბერუსაფრთხოების განათლების კრიტიკული მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გამოწვევების ხაზგასმით და პრაქტიკული რეკომენდაციების შეთავაზებით, ვიმედოვნებ, რომ შესაბამის უწყებებს უბიძგებს მოქმედებისკენ და გააუმჯობესებს კიბერუსაფრთხოების ცნობადობას.

ჩემი კვლევა ხაზს უსვამს სკოლებში კიბერუსაფრთხოების განათლებისადმი ყურადღების გაზრდის აუცილებლობას. განვითარებული ქვეყნებიც დღეს იწყებენ საშუალო სკოლებში პროგრამების დანერგვას, მაგალითად, 2023-ში ჩრდილოეთ დაკოტა იყო პირველი შტატი სადაც ოფიციალურად შეიტანეს კიბერუსფრთხოების საგანი სკოლებში, შესაბამისად საქართველოსაც აქვს შანსი ჩაერთოს ამ გამოწვევებში, მთავარია ფორმალიზებული გეგმების შემუშავება, მასწავლებელთა ტრენინგის უზრუნველყოფა და ეფექტური ინოვაციური მიდგომები განხორციელება.

[R]

სალომე კუპრაშვილი – #პირველისამსახური

ლუდის ბრენდმა Calvin Klein-ის რეკლამა იუმორისტულად გარდაქმნა