ავტოიმუნური დაავადებები ხშირია ხანდაზმულებში. მაგრამ ამ დრომდე არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეალური გზა არ არსებობდა. უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ D ვიტამინი ორგანიზმში ბუნებრივად, მზის ზემოქმედების შედეგად იქმნება. იგი კალციუმისა და ფოსფატის დონის რეგულირებაზე ზრუნავს, თუმცა დღეს ამბობენ, რომ მას სასარგებლო გავლენა იმუნურ სისტემაზეც აქვს.
ჰიპოთეზა დიდი ხნის მანძილზე არ დადასტურებულა, მაგრამ მიმდინარე კვლევით დადგინდა, რომ D ვიტამინის ყოველდღიურმა დანამატმა, ავტოიმუნური დაავადების სიხშირე, შესაძლოა, 22 პროცენტით შეამციროს.
გრძელვადიან კვლევაში, ავტოიმუნური დაავადების თავიდან ასაცილებლად, ორი პოტენციური დანამატის: ვიტამინი D-სა და ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების უნარი გამოიკვლიეს. ამ პროცესში 50 წელს ზემოთ მყოფი 26 000 ადამიანი მონაწილეობდა. მათ დღის 4 განსხვავებული რეჟიმი ჰქონდათ და ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ჯგუფმა დადებითი შედეგი მიიღო. 2 წლის შემდეგ კი ვიტამინების მიერ ავტოიმუნური დაავადებების შემცირების მაჩვენებელი 22-დან 39 პროცენტამდე გაიზარდა.
თავდაპირველად კვლევა VITAL D ვიტამინისა და ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების დანამატების ზემოქმედებას ადგენდა — კიბოს, გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკის მქონე ადამიანებში. თუმცა შემდეგ მონაწილეებში ავტოიმუნური დაავადებების სიხშირის კვლევაც დაიწყეს. ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ფარისებრი ჯირკვლის ავტოიმუნური დაავადება და ფსორიაზი.
გუნდი ფიქრობს, რომ მიმდინარე კვლევა დანამატების მიღების ძველ ინსტრუქციებს შეცვლის, ცდის დოზები კი გაცილებით მაღალი გახდება, ვიდრე ჩვეულებრივ რეკომენდებულია ჯანდაცვის ორგანოების მიერ. კვლევის ავტორების თქმით, მათ უკვე აქვთ ავტოიმუნური დაავადებების პრევენციის დადასტურებული გზა. მომავალში კი ამ საკითხის კვლევას უფრო ახალგაზრდებშიც შეეცდებიან.