in

მუზეუმები და ვინჩისა და რაფაელის ნამუშევრების NFT ასლებს ყიდიან

პანდემიამ, ადამიანური დანაკარგების პარალელურად, დიდი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. მძიმე ვითარება თითქმის ყველა სახის ორგანიზაციას შეეხო და გამონაკლისი არც სახელოვნებო დაწესებულებები ყოფილა… მაგალითად, ფინანსურად დაზარალებული მუზეუმების ნაწილი იძულებული გახდა, თავის გადასარჩენად, NFT-ებისთვის მიემართა.

bog
bog-mob

The New York Times-ის თანახმად, ზოგიერთმა ევროპულმა გალერეამ და მუზეუმმა დაიწყო ისეთი მხატვრების ნამუშევრების NFT რეპროდუქციების გაყიდვა, როგორებიც არიან ლეონარდო და ვინჩი, კარავაჯო, რაფაელი და გუსტავ კლიმტი. იტალიურ კომპანია Cinello-სთან პარტნიორობით, რომელმაც 2021 წელს დააპატენტა NFT მეთოდი, ციფრულზე ორიენტირებულმა ხელოვნების დილერმა Unit London წარმატებით დახურა ამ ფორმატის გამოფენა. თავის მხრივ, ეს მოიცავდა პერიოდის შესაბამის ჩარჩოებში განთავსებულ მაღალი გარჩევადობის რეპროდუქციებს.

შოუ, სახელწოდებით “Externalising Art History”, უახლესი მცდელობაა მუზეუმებისთვის, მოიზიდონ როგორც დაფინანსება, ისე ჩაერთონ NFT სიგიჟეში. მაგალითად, ბრიტანეთის მუზეუმი დიდი ინიციატივით ჩაეფლო ამ აჟიოტაჟში, როდესაც ექსკლუზიურ ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ეთერიუმზე დაფუძნებულ ბლოკჩეინ პლატფორმასთან LaCollection.

2023 წელს მერსედესი საიუბილეო G-Class-ს გამოუშვებს

ნახეთ: მანქანის მბრუნავი კაბინა, რომელიც ავარიის დროს გადაგარჩენთ