in

დააჭკვიანე, რას ელოდები? – ზუმერის ახალი კამპანია

„ზუმერი”, რომელიც ყოველთვის გამორჩეულია მრავალფეროვანი რეკლამებით, დასამახსოვრებელი ვიდეორგოლებით, ახალ ვიდეოს გვთავაზობს, რომლის მოწოდებაცაა – „დააჭკვიანე, რას ელოდები?!”

რას გულისხმობს ტექნიკის პოპულარული ქსელი და რისი დაჭკვიანებისკენ მოგვიწოდებს? ეს კითხვა ჩვენც გაგვიჩნდა და როგორც გავიგეთ, ზუმერის ახალი საკომუნიკაციო კამპანია ისეთ ტექნიკასთან მეგობრობას გვთავაზობს, რომელიც ჩვენს სახლებს უფრო „ჭკვიანებს“ გახდის. 

მას შემდეგ, რაც ჩვენი ყოველდღიურობა პანდემიამ შეცვალა და სახლში ყოფნას ძალიან მივეჩვიეთ, უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდა იმ კომფორტზე, რომელიც შეიძლება სახლში გვქონდეს. კომპანიის აზრით, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება სწორედ ჭკვიანი ტექნიკით შეგვიძლია. ეს შეიძლება იყოს: რობოტი, რომელიც სახლს ალაგებს, ელექტროჩაიდანი, რომელმაც იცის, რა ტემპერატურაზე უნდა აადუღოს წყალი, ასისტენტი, რომელიც კითხვებზე გვცემს პასუხს და შეგვიძლია უბრალოდ გავესაუბროთ…

ახალ საკომუნიკაციო კამპანიაზე „ზუმერმა” ლივინგსტონთან ერთად იმუშავა. ჩვენს კითხვებს კი ზუმერის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ეთო მერებაშვილი პასუხობს:

რატომ ჭკვიანი ტექნიკა? 

ჭკვიანი ტექნიკა მომავლის ტექნიკაა. რაც მეტი დრო გავა, მეტი ადამიანი მიხვდება, რამდენ შესაძლებლობას გვაძლევს მარტივი ჭკვიანი გაჯეტებიც კი. ჩვენი მიზანი ამ შესაძლებლობებზე მომხმარებლების ინფორმირებაა. 

რა გამოარჩევს ჭკვიან ტექნიკას „არაჭკვიანი” ტექნიკისგან? 

ჭკვიანი ტექნიკა დროისა და რესურსების დაზოგვაში გვეხმარება და კონტროლის მეტ მექანიზმს გვაძლევს. ყველაზე საინტერესო ინდივიდუალურობაა – სახლში მთელი ეკოსისტემის შექმნა და საკუთარ ინტერესებზე მორგება. მცირეწლოვანს ძიძა-კამერით შეგიძლია ადევნო თვალი და კამერიდან ელაპარაკო კიდეც, ფანჯრის გაღებისას შეტყობინება მოგივა, შუქი მხოლოდ გავლისას აინთება და ა. შ. შენით წყვეტ, როგორ მოაწყო სახლი – ყველაფერს უკეთ მართავ და თანაც, დისტანციურად. 

ჭკვიანი ტექნიკა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურ ბაზარზეც ძალიან დიდ როლს ასრულებს და დროთა განმავლობაში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ მხრივ საკმაოდ დაწინაურებული ბრენდია Xiaomi. წყლისა და მოძრაობის სენსორები, გარე და შიდა კამერები, სამზარეულოს ტექნიკა, ჰაერის დამატენიანებლები, განათებები, მტვერსასრუტები და ა. შ. Xiaomi-ს ჭკვიანი ტექნიკის წარმომადგენლებია და მათი ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი ადგილობრივ ბაზარზე ჯერჯერობით „ზუმერშია”. „ზუმერის” შეთავაზებებს შორის სხვა გიგანტების, მაგალითად, Apple-ს და Amazon-ის მოდელებსაც შეხვდებით, ამ ბრენდების ანგარიშზე არაერთი წარმატებული ჭკვიანი ასისტენტია.

როგორც ჩანს, ჭკვიან ტექნიკასთან დაახლოება დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს. 24 მაისის ჩათვლით „ზუმერის” ფილიალებსა და ვებგვერდზე მომხმარებლებს ჭკვიან ტექნიკაზე ზუმერული ფასდაკლებები ელოდებათ.

ამიტომ, დააჭკვიანე, რას ელოდები?

მეცნიერებმა ოკეანის სიღრმეებში გზის მსგავს სტრუქტურას მიაკვლიეს

მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც დაშავებული სამხედროების სულისკვეთებას ასახავს