in

D&AD-ის ჯილდო მიიღო სააგენტო Supermarket-ის ნამუშევარმა, რომელიც მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შეიქმნა

Supermarket Agency-ის ნამუშევარმა D&AD-ის ფესტივალზე ჯილდო მოიპოვა. პროექტმა, რომელიც კატეგორიაში Magazine & Newspaper Design დაჯილდოვდა, გავლენიანი საერთაშორისო ჟიურის ყურადღება სრულიად უნიკალური კონცეფციითა და სოციალური სათქმელით მიიპყრო.

პროექტი სპეციალური საგაზეთო გამოშვებაა სახელწოდებით „სიმართლეში ბრალდებული“, რომელიც სააგენტომ დამოუკიდებელ მედიაგამოცემებთან, „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთთან“ ერთად შექმნა. ეს სპეციალური ნომერი ერთგვარი პროფესიული პასუხი და სოლიდარობის აქტია ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავებაზე. გამოცემა სრულიად უჩვეულო კონცეფციისაა და ის მთლიანად ჟურნალისტის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი სტატიების სათაურებისგან შედგება. ნომერში ქრონოლოგიურადაა დალაგებული 100-ზე მეტი სათაური, რომლებიც ქვეყნის სამი სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის პერიოდს მოიცავს. ეს სპეციალური ნომერი ერთადერთ მთავარ სათქმელს აერთიანებს, რომელიც მთელ ამბავს სულ რაღაც ორ სიტყვაში აქცევს – ის სიმართლეშია ბრალდებული.

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

„ბაკურიანის თასი“ 2026 იწყება!