in

“დაამსხვრიე სტერეოტიპი”

სოციალურ ქსელში უკვე რამდენიმე დღეა გაჩნდა საინტერესო ფოტოები მოწოდებებით: “დაამსხვრიე სტერეოტპიები,” “ცვლილებების დროა.” ფოტოპროექტი ოლიმპიადა “შერლოკის” ბრენდის ახალი პროექტის პრეკამპანიის ნაწილია: 14 ივნისს შერლოკი თავისუფალ სტუდენტურ ოლიმპიადას ჩაატარებს. გამარჯვებულებს კი განსხვავებული პრიზები ელით: EYP საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა; სწავლის დაფინანსება; AIESEC-ის 6 კვირიანი პროგრამა ევროპაში. ოლიმპიადა გააერთიანებს შემდეგ საკითხებს: პიროვნება და საზოგადოება, სამოქალაქო განათლება, ადამიანის უფლებები, კონსტიტუცია, გარემო და გენდერული პოლიტიკა.

“შენ ხარ ლიდერი, შენ შეგიძლია შეცვალო, სცადე და დარწმუნდი!” – ფოტოპროექტის მონაწილეები მოუწოდებენ ახალგაზრდებს იყვნენ ლიდერები, არ შეუშინდნენ დეგრადირებულ სტერეოტიპებს და გაათავისუფლდნენ სტიგმისგან.

შეირჩა 13! სტერეოტიპი, რომელიც გვაშორებს ევროპას:

  1. „37 მანეთად გადავფრინდებოდი“
  2. „როგორც მამას უნდა“
  3. „ნაგვის ურნა შორსაა“
  4. „ეკუთვნოდა და ამიტომ“
  5. „ამას პატრონი რომ ჰყოლოდა“
  6. „ხალხი რას იტყვის“
  7. „მაგარი კაცია – 12 ლიტრი ჩასდის“
  8. „მე რა მინდა არჩევნებზე?!“
  9. „კაცია და ეპატიება“
  10. „ზანგი ხომ არ ვარ?!“
  11. „ინვალიდია – რისი გამკეთებელია?!“
  12. „ქალი კუხნიაში“
  13. „ავად არის – სად აიკიდა?!

11249837_409440882578266_7352144159639239903_o

11357031_407528152769539_2417041103574559455_o

11392890_408086856047002_454443671493000830_o

11415564_409434119245609_4415429153544970284_o

ნებისმიერი მსურველი ირჩევს ერთ სტერეოტიპს, რომელიც ყველაზე მეტად დეგრადირებულად ეჩვენება: წერს რიგით ნომერს, სახელს იღებს ფოტოს და იწვევს მეგობარს. 14 ივნისისთვის კი გამოვლინდება ყველაზე „შემაწუხებელი“ სტერეოტიპი.

სრულად: https://www.facebook.com/sherlock.idea

“ბიოქიმფარმის” ახალი სარეკლამო კამპანია

“Chance-Eau Vive” ბოულინგის ბურთად აქციეს