in

არტისტმა პრასის ველი, ლედ განათების გამოყენებით, საოცრებათა ქვეყანად აქცია

მას სურს, ამ რთულ პერიოდში იმედისმომცემი შუქი გაუგზავნოს ადამიანებს

ჰოლანდიელი არტისტის Daan Roosegaarde-ის უკანასკნელი პროექტი, GROW, 2 ჰექტარ პრასის ველზე, მოიცავდა ათასობით ლურჯ, წითელ და მეწამულ ლედ განათებას, როგორც ესთეტიკური, ისე პრაქტიკული მიზნებისათვის.

ინსტალაცია შესაძლოა, ერთგვარ პატივისცემად მივიჩნიოთ ფერმერებისადმი და ასევე შთაგონებად, რომ, ხელოვნური შუქის დახმარებით, ექსპერიმენტები ჩაატარონ გარე მეურნეობაში. როგორც არტისტი ამბობს, მას სურს, ამ რთულ პერიოდში იმედისმომცემი შუქი გაუგზავნოს ადამიანებს და ახალი მნიშვნელობა მიანიჭოს სიტყვას “აგროკულტურა”, როგორც ცოცხალი კულტურული ნამუშევრები.

საინტერესოა, რომ Daan Roosegaarde ინსტალაციის გაკეთებას 40-ზე მეტ ქვეყანაში გეგმავს და ადამიანებს შეეძლებათ, დატკბნენ ღამის მანათობელი მინდვრებით. როგორც ჩანს, არტისტს განსაკუთრებით ხიბლავს სიბნელეში სინათლის შემოტანა, რადგან მას ადრეც შეუქმნია მანათობელი ხელოვნების ნიმუშები.

ყარამან ქუთათელაძის გამოფენა “უხილავი უტოპიები” არტ ვილა გარიყულაში

რა გავლენა აქვს შუადღის ძილს ჩვენს ჯანმრთელობაზე?