in

როცა მიზანს სახელს არქმევ, მას აუცილებლად მიაღწევ – თიბისის ანაბრების კამპანიის ისტორია

ახალი წელი ის დროა, როცა ადამიანები წარსულს აჯამებენ და მომავლის გეგმებს აყალიბებენ. სურვილები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ფიქრებად არსებობდა, დეკემბერში უფრო კონკრეტულ ფორმას იღებს, რადგან ეს ცვლილებების განსახორციელებლად ყველაზე კარგი მომენტია. თიბისის ანაბრების საახალწლო კამპანია „დაარქვი მიზანს სახელი“, სწორედ ამ ინსაითს ეფუძნება.

როდესაც სახელს არქმევ, შენი მიზნები უფრო ხელშესახები, კონკრეტული და გარდაუვალი ხდება – რა თქმა უნდა, ეს დაკვირვება თიბისის რეალური გამოცდილებიდან აქვს. წლების განმავლობაში ბანკში გახსნილ ანაბარს „ჩემი მიზანი”, მომხმარებლები სხვადასხვა სახელს არქმევდნენ, მაგალითად: „პომიდვრების გეგმა”, „ელდარას მაყუთი”, „ახალი ბავშვიკისთვის”, „სადმე სითბოში მინდა”, „ყველაფრისთვის”, „ჩემ ბუდეს მოვაწყობ”, „ხელი არ ახლო”, „პარიზები”…ყველა ამ სახელწოდების უკან რეალური ადამიანები დგანან რეალური მიზნებითა და სურვილებით.

ახალი კამპანიისთვის თიბისის ინსპირაცია UFC-ს ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას მაგალითიც იყო. მან თავის Instagram გვერდზე ბრძოლის წინ დაიწერა WORLD CHAMPION, წინასწარ, სანამ მართლაც გახდებოდა და თავის ანგარიშს 14-0, 15-0-ით შეცვლიდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ როდესაც გჯერა და როდესაც კონკრეტული მიზანი გაქვს, ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებ და ოცნებას აიხდენ.

ანაბარი, როგორც მიზნის თანამგზავრი

თიბისისთვის ანაბარი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ფინანსური პროდუქტი. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებელს მიზნის მიღწევაში ეხმარება. როგორც ანაბარი „ჩემი მიზნის“ პროდუქტის მფლობელი ელენე გვათუა ამბობს, კამპანიის ამოსავალი სწორედ ეს ხედვა იყო:

„თიბისის სურვილია, მომხმარებელი მიზნის შესრულების გზაზე მარტო არ დარჩეს და ანაბარი იმ პრაქტიკულ ხელსაწყოდ იქცეს, რომელიც მას რეალურად ეხმარება შედეგის მიღწევაში.

ამიტომ კამპანიის მიზანი მხოლოდ ანაბრის გახსნა არ ყოფილა. მთავარი ამოცანა იყო მომხმარებლებისთვის დადებითი ფინანსური ქცევის ჩამოყალიბებაში დახმარება – ისეთი ჩვევის, რომელიც მიზანს დროის განმავლობაში არ დაავიწყებს და მისკენ კონსისტენტურად წაიყვანს”.

რატომ არის სახელის დარქმევა პირველი ნაბიჯი

კამპანიის იდეა მონაცემებზე დაკვირვებით და კვლევებით ჩამოყალიბდა. როგორც თიბისის მარკეტერი ლიზი წერეთელი განმარტავს, ანალიზის პროცესში გუნდი ცდილობდა გაეგო, რას აგროვებენ მომხმარებლები, რა ამოძრავებთ ანაბრის გახსნისას და რომელი ქცევა ეხმარებათ მიზნის უფრო სწრაფად მიღწევაში.

„განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ანაბარი „ჩემი მიზნის“ სახელებს. მონაცემებმა აჩვენა, რომ მომხმარებლები, რომლებიც საკუთარ ანაბარს პერსონალურ სახელს არქმევენ, 4.5-ჯერ უფრო აქტიურად აგროვებენ თანხას. ეს ტენდენცია სრულად ემთხვევა ადამიანის ფსიქოლოგიას – მიზნის კონკრეტულად დასახელება მას რეალურს ხდის და მოქმედების რეჟიმში გადაჰყავს.

ამ ყველაფერს იდეალურად დაემთხვა ახალი წლის პერიოდი, დრო, როცა ადამიანები ძველ წელს აჯამებენ და ახალს გეგმავენ. ალბათ, ახალი წლის რეზოლუციებსაც ბევრი ადამიანი ქმნის. სწორედ ეს ჩვევა ფინანსურ ქცევასთან დავაკავშირეთ, რადგან რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს – რაც უფრო პერსონალურია მიზნის სახელი, მით უფრო დიდია მისკენ სვლის სურვილიც”.

აპლიკაციაში განახლებული ანაბრის გახსნის პროცესი, რომელიც მიზნისკენ გიბიძგებს

ინსაითის რეალურ ქცევად გარდაქმნისთვის საჭირო გახდა პროდუქტის გამოცდილების შეცვლა. ციფრული გუნდის ლიდერის, ნუკრი ხიმშიაშვილის თქმით, ანაბარი „ჩემი მიზნის“ განაცლებული პროცესი, მომხმარებლის სურვილებზე ორიენტირებულ Flow-დ გარდაიქმნა.

„იმისთვის, რომ მომხმარებლებს ქცევის ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ, რომ მიზანი არ მიატოვონ, განვაახლეთ ანაბრის გახსნის პროცესი. განახლებულ დიზაინში, მომხმარებელი, პირველ რიგში, მიზანს სახელს არქმევს, ხოლო მთლიანი პროცესი მის მიერ საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას წარმოადგენს. ამ პერიოდში გახსნილ ანაბრებს კი დამატებითი სარგებელი დაერიცხებათ, რაც მიზნისკენ სვლას კიდევ უფრო ააჩქარებს”.

კამპანია, როგორც საერთო ძალისხმევა

კამპანიის განხორციელებაში ჩართული იყო პროდუქტის, მონაცემთა ანალიტიკის, დიზაინის, გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდები. მათმა ერთობლივმა მუშაობამ ერთი მარტივი ქცევა, სახელის დარქმევა, სრულფასოვან საახალწლო კამპანიად აქცია.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ორიგინალური ილუსტრაციები რეალური ანაბრების მიხედვით და მთავარი ვიდეო, რომელიც ასახავს იმ ემოციას, რაც მიზნისთვის სახელის დარქმევის მომენტს ახლავს.

შედეგად, „ჩემი მიზნის“ განახლებული გამოცდილება დღეს უფრო ადამიანური და პერსონალურია, გუნდს კი აქვს მოლოდინი, რომ მსგავსი – ქცევაზე დაფუძნებული ინიციატივები მომავალშიც გახდება ანაბრების მიმართულების ნაწილი.

[პარტნიორის კონტენტი]

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

რა განსაზღვრავს ჩვენს მენტალურ კეთილდღეობას?