in

„დაასრულე ტოქსიკური ურთიერთობა თამბაქოსთან” – ევექსი კლინიკების ახალი კამპანია

„არ გადადო თამბაქოსთვის თავის დანებება” – ასეთი მოწოდებით გამოჩნდა ევექსი კლინიკების ქსელი თავისი ახალი კამპანიით, რომელიც „მსოფლიო თამბაქოს წინააღმდეგ” დღის ფარგლებში დაიგეგმა. კამპანიის მიზანია, ადამიანებს თამბაქოს მოხმარების უკუჩვენებები დაანახოს და ინფორმაცია მიაწოდოს იმის შესახებ, თუ რა დაავადებების გამოწვევა შეუძლია მწეველობას. 

ევექსი ამბობს, რომ მოწევისთვის თავის დანებების აუცილებლობა ხშირად ბევრ ადამიანს კარგად ესმის, თუმცა ეს მარტივი პროცესი არაა და მწეველთა რაოდენობა მაინც საკმაოდ მაღალია. ასევე მაღალია თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების რიცხვი. კამპანიის ფარგლებში, ევექსი სტატისტიკურ მონაცემებსაც გვაცნობს, რომლითაც ვიგებთ, რომ თამბაქო ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია, სულ მცირე 30-ჯერ მეტი კი მოწევასთან დაკავშირებული სერიოზული დაავადებით ცხოვრობს. 

თუკი მოწევისთვის თავის დანებება გსურთ, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 116001, ზარი უფასოა.

#მსოფლიოდღეთამბაქოსგარეშე

#WorldNoTobaccoDay

მალე სახლის აშენებას ლაბორატორიაში გაზრდილი ხეებით შეძლებთ

სავარაუდოდ, ინტერპლანეტარულ ცხოვრებას 200 წელში შევძლებთ