სადაზღვევო კომპანია ალდაგში Cashback აქცია დაბრუნდა: ნებისმიერი ახალი მომხმარებელი, რომელიც Mercedes Benz-ის მარკის ავტომობილს ალდაგში დააზღვევს ორი ან სამი თვის პრემიას უკან დაიბრუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თორმეტი თვის ნაცვლად, ცხრა ან ათი თვის პრემიას გადაიხდის. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 9 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით.
აქციის ფარგლებში მომხმარებლები თანხას, დაზღვევის შეძენის შემდეგ, კონკრეტულ ვადებში იბრუნებენ, რაც დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე. იმ შემთხვევაში, კი, თუ მომხმარებელი პრემიას სრულად, ერთიანი გადახდით დაფარავს, თანხას მომენტალურად დაიბრუნებს.
ალდაგის ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.
[R]













